,,ჩვენი მიზანია საქართველოს კონსტიტუციის მოყვანა სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“ - ბუკიკიო
პოლიტიკა - 14:09, 20 Jan, 2017     1348
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, თბილისში სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს ირაკლი კობახიძემ გამართა, რომელიც, ამავდროულად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. მხარეებმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის, ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს სამუშაო გეგმაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ჯანი ბუკიკიო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ და ჯანი ბუკიკიომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია ყურადღებით იქნება განხილული.

„ ჩვენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი.ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება მოწოდებული ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება შესრულებული. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო უღრმესი მადლობა ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად უწევს ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა, გადავუხადო მადლობა კომისიის მზადყოფნისთვის, რომ ჩაერთოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში და დახმარება აღმოგვიჩინოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს ძველი მეგობარია და კარგად იცნობს ქართველი ხალხის ღირსებებსა და პრობლემებს. ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა დახვეწას საჭიროებს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაზეც.

„უკვე ვთქვი, რომ გლობალურად, კარგი ტექსტია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, მისი დახვეწა შეიძლება. 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილების შემდეგ, ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში ასახული ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მე ნამდვილად მივესალმები თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მზაობას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს კონსტიტუცია და მისი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ერთად, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, რომლის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფართო ჩართულობას ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, რომელიც უკვე არის ჩვენთან საჯარო დისკუსიის საგანი, რა თქმა უნდა, აზრების გარკვეული წინასწარი მოთელვა მოხდა. ეს შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც წინა დასკვნაში უკვე ჰქონდა ხაზგასმული ვენეციის კომისიას-ანუ, ბალანსი, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ასევე პარლამენტის საარჩევნო სისტემა და სხვადასხვა საკითხები. ჩვენ ვახსენეთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო სწორედ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ეს გადაწყვეტილება როგორც პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უნდა მიიღოს იმ კომისიამ, რომელიც არის შექმნილი და ჩვენ ერთპიროვნულად, არანაირი გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრას თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში - კონსტანტინე კორკელია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42