,,საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა" - ჯანი ბუკიკიო
პოლიტიკა - 13:08, 20 Jan, 2017     1828
ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდა. დელეგაციამ რომელსაც ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს შეხვედრები დილიდან დაიწყო. განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.

საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

ჯანი ბუკიკიომ არაოფიციალური შეხვედრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთანაც, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა.

„შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ და მინდა აღვნიშნო, სამართლის საკითხებში ქართველ ექსპერტებთან ჩვენ სრული აზრთა თანხვედრა გვაქვს. ბევრ მათგანს უკვე წლებია ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ვთანხმდებით იმ საკითხებში, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თქვენს ქვეყანაში ვითარების გასაუმჯობესებლად. საკონსტიტუციო ხედვა საკმაოდ კარგია, თუმცა გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა. შეხვედრა არ იყო დაანონსებული, რადგან ის ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში არ არის შეტანილი. ვენეციის კომისიას კი სურს ჰქონდეს რეალური კონტაქტი საზოგადოების უშუალო ნაწილთან,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და ცვლილებებზე კომენტარი დავით უსუფაშვილმაც გააკეთა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებისთვის კენჭისყრას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

„გასული წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვინც ჩართული იყო პროცესში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ყველა ინსტიტუტმა, 2016 წლის არჩევნების შემდგომ მხარი დაუჭირა პროპორციული არჩევნების სისტემის შემოღებას. ეს ყველაფერი არის ოფიციალურად ინიცირებული, დევს პარლამენტში და სჭირდება კენჭისყრა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ ვუყარეთ კენჭი გასულ პარლამენტში, იყო ეს პოლიტიკური დაძაბულობა პარლამენტის შიგნით. დღეს ეს პრობლემა აღარ არის, ქართული ოცნება იყო პროპორციული სისტემის შემოღების ინიციატორთა შორის, ამიტომ ეს საკითხი თუ იქნებოდა კენჭისყრაზე უახლოეს კვირეებში დასმული და პარლამენტიც თუ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი კონსტიტუციურ პროცესში ჩართული ყველა მხარისადმი, რომ ხელისუფლება განწყობილია კონსესუსების პატივისცემისკენ,“ - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42