საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იურიდიული კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე, დღეს აღარ გაიმართება. სხდომის ჩატარებაზე უმრავლესობა უარს ამბობს.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თედო კობახიძის საკითხის განხილვა სხდომაზე მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
ოპოზიცია თედო კობახიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვაზე უარის თქმის გამო, უახლოეს დღეებში ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავს.
„საკრებულოს თავმჯდომარე უტიფრად გვეუბნება, რომ არ მიაჩნია საჭიროდ გამართოს ეს სხდომა. ეს არღვევს საქართველოს ორგანულ კანონს, საკრებულოს თავმჯდომარე დღეს არღვევს საკრებულოს რეგლამენტს და მას მოუწევს ამ საკითხზე, როგორც პასუხის გაცემა, ასევე პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






