დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მთავრობის წევრებმა რუსეთის ენერგოგიგანტთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთეს. ეკონომიკის მინისტრს გიორგი გახარიას არ მიაჩნია, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება საქართველოსთვის დამაზიანებელია.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, „გაზპრომთან“, დავოსის ფორუმატის ფარგლებში, არანაირი კომუნიკაცია არ იგეგმება.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემი პერსონალური ხედვა. პირველი, ჩვენ ამ კონტრაქტით მივიღეთ ის, რომ გაზპრომთან ვალდებულება გაზის შესყიდვის აღარ გვაქვს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული კომერციული ფასი დღეის მდგომარეობით ვალდებულების გარეშე, რამდენს ან საერთოდ ვიყიდით თუ არა ამ გაზს, პოლიტიკურ ჭრილში, ამაზე მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა, ალბათ, ამ ეტაპზე იყო შეუძლებელი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აზერბაიჯანი და კომპანია „სოკარი“ მოგვაწვდის საკმარის გაზს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






