"ხელშეკრულება "გაზპრომთან" ხალხისა და ქვეყნის ღალატია, პასუხი უნდა აგონ, მოუწევთ გადადგომა" - ენმ რეზოლუციას ამზადებს
პოლიტიკა - 12:22, 19 Jan, 2017     2781
ოპოზიცია მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესაბამის რეზოლუციას წარადგენს. ენმ-ში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო. პოლიტიკოსები ამ დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვენ.

„დღემდე არ ვიცით ეს ხელშეკრულება არსებობს თუ არ არსებობს. მთავრობის განცხადებით, მოხდა შეთანხმება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი თუ არა, იყო თუ არა მსჯელობა ამის თაობაზე საქართველოს მთავრობაში. ამ მოლაპარაკების სტატუსიც კი არ ვიცით თუ რა ეტაპზეა. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის შეჩერებას. ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, ფაქტობრივად საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა კაპიტულაცია რუსეთის წინაშე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც მივდივართ ასეთ დათმობაზე, წარმოგვიდგენია თუ რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. ეს ხელშეკრულება პოლიტიკურად არის დამაზარალებელი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის, ეკონომიკურად ეს არის წამგებიანი. ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს. იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველოს მხარე ეწევა ექსპლუატაციის მომსახურების სახით ამ მილისა და საკმაოდ დიდია ეს ხარჯები, ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთისა და სომხეთისათვის. საქართველოს მთავრობამ უღალატა ხალხს და უღალატა ქვეყნის ინტერესებს, ამისათვის უნდა აგოს პასუხი, ამისათვის მთავრობას მოუწევს გადადგომა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უცნობია როგორი იქნება მმართველი გუნდის პოზიცია ენმ-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რეზოლუციას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42