„ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი რომელიც უკვე 4 წელი ხდება რაც ციხეში უზის ივანიშვილის რეჟიმს და ციხიდან აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ იღებს, შესაბამისად მისი ჩართვა პოლიტიკურ ბატალიებში, მხარის დაფიქსირება სრულფასოვნად შეუძლებელია. გამომდინარე იქიდან, რომ მან, რომ განცხადება გააკეთოს, მას უნდა უპასუხონ, შემდეგ მან პასუხი უნდა გასცეს. ადამიანი სამარტოვო საკანშია იზოლირებული.
მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოს თემაზე, 8 მარტს არის დიდი პალატის სხდომა, სადაც მთავრობის მიერ გასაჩივრებული უკვე მოგებული გადაწყვეტილება განიხილება და ამასთან ერთად მან თქვა, რომ მისთვის მთავარი არის სტრასბურგის სასამართლოს თემა და ამ პარტიულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებს.“- განაცხადა ოთო კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






