"საინტერესო ოპონენტები სერიოზული წარმატებისათვის" - რა შემთხვევაში ითანამშრომლებს უსუფაშვილი ენმ-დან წასულებთან
პოლიტიკა - 11:43, 19 Jan, 2017     5514
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებს დავით უსუფაშვილი ბუნებრივ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ შიდა კონფლიქტების არსებობის მიუხედავად ენმ-ს ერთიანობის შენარჩუნება აქამდე ხელოვნურად ხდებოდა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაც მოხდა ეს არ უნდა დავინახოთ მხოლოდ არჩევნების შემდგომ მოვლენად, ეს 2012-2016 წლების ერთობლივი შედეგია. სამწუხაროდ ეს ჯერ კიდევ ბუნებრივია ამ ქვეყნისთვის. ბუნებრივი არის ის რაც ახლა ხდება ნაციონალებში, ხელოვნური იყო ის რაც მანამდე ხდებოდა. 4 წელი ეს პროცესი ხელოვნურად იყო შეკავებული, ამ შეკავების პროცესში არა მარტო ნაციონალების, არამედ ოცნების წვლილიც იყო. იმიტომ რომ ეს გუნდი იმ სახით როგორიც ისინი 2016 წლის არჩევნებზე გავიდნენ იყვნენ გაცილებით ადვილად დასამარცხებელი ხელმეორედ ოცნების მიერ. თუკი ნაციონალები ის რაც ახლა ხდება 2012-2013 წლებში შეძლებდნენ, შეიძლებოდა გაცილებით მეტი გავლენები მოეპოვებინათ. შიდა კონფლიქტების მიუხედავად ამ გუნდის ერთად დატოვებით ხდებოდა ოცნების საარჩევნო ამოცანის შესრულება. სააკაშვილის საფრთხობელად წარმოჩენამ, მისივე სერიოზული მონაწილეობით ამ როლში, განაპირობა ის რომ ოცნებას ხელმეორედ მიეცა საშუალება საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ ძალასთან შერკინების. ჩაფიქრებული იქნა 2012 წლის ბრძოლის მინი-იმიტაცია,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„რესპუბლიკელებიდან“ წამოსული დავით უსუფაშვილი „ნაციონალებიდან“ წამოსულებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. უსუფაშვილის განცხადებით პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეთ ერთად დასხდომის და საკითხის ერთად გადაწყვეტის უნარი. მისი თქმით, თუ ნაციონალებიდან წამოსულებს ამიში უნარი აღმოაჩნდებათ, ის მოხარული იქნება, რადგან პოლიტიკურ რინგზე ღირსეული მოწინააღმდეგეები ეყოლება:

„მე ვიცი, რომ პოლიტიკური გუნდი, რომლის ფორმირების პროცესში მეც ვმონაწილეობ, ჩართული იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კონკურენციაში ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება და ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ პირებს აშკარად აქვთ ამის სურვილი. რეალობაში ჩემთვის ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსული ადამიანები იქნებიან საკმაოდ საინტერესო ოპონენტები, რომლებთან კონკურენციაშიც სერიოზული წარმატების მიღწევისთვის ვიზრუნებ. დანარჩენი, ვის რა ბედი ელის, ეს გადამწყვეტი იქნება არჩევნებზე და ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ჩემთვის ეს გუნდი არის ერთი-ერთი საინტერესო ოპონენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მე მათი ხედვებს, მიზნებს თუ პოლიტიკურ ამოცანებს 2004 წლის ივნისში გავემიჯნე. თუ რამე საკითხს გადაიაზრებენ, უკეთ ჩამოყალიბდებიან თემებზე, სახელმწიფოს როლზე თუ კანონის უზენაესობაზე, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება არა ვინმე მორიგი „გადამრჩენი ქვეყნის“, არამედ სჭირდება პოლიტიკურ პროცესში ჩართული პარტიები, რომლებსაც აქვთ უნარი ერთმანეთთან მკვეთრი დაპირისპირების, დებატების, მაგრამ ასევე აქვთ უნარი ერთმანეთთან თანამშრომლობის, ამ ქვეყნის წინ წასაყვანად. მხოლოდ დებატები და ოპონირება არაა პოლიტიკური პარტიების ამოცანა, ესენი არ არიან რინგზე გამოყვანილი სპორტსმენები, რომლებმაც ერთმანეთი უნდა დაამარცხონ. ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ის, რომ ამ რინგის გარდა სათანამშრომლო მრგვალი მაგიდა იყოს. პოლიტიკურ ძალებს უნდა ქონდეთ ერთად დასხდომის დ საკითხის ერთად გადაწყვეტის უნარი. აი ამისი უნარები თუ აღმოაჩნდებათ „ნაციონალებიდან“ წამოსულ ადამიანებს ვნახოთ. მე ვიცი რომ დავით უსუფაშვილს აქვს ამისი უნარი და ამას გააკეთებს, თუ სხვებიც გააკეთებენ მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ პოლიტიკურ რინგზე მეყოლება ღირსეული მოწინააღმდეგეები.” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42