შსს-ს გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის დელეგაცია ეწვია
პოლიტიკა - 10:29, 19 Jan, 2017     894
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის არალეგალურ ნარკოტიკებთან, იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს - ქრისტიან ჰოპეს, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო ჯგუფების ხელმძღვანელებს - იენს კრიუგერსა და რალფ ბენგნერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად წარმოებული რამდენიმე გამოძიების შედეგები შეაჯამეს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებს. სამუშაო შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცველებმა გამოძიების თანამედროვე შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხლეს.

2015-2016 წლებში საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის მძიმე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ტრანსსასაზღვრო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი ერთობლივი გამოძიება და ნარკოტრანზიტთან ბრძოლის წარმატებული ღონისძიება ჩაატარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42