მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში
პოლიტიკა - 18:02, 18 Jan, 2017     1677

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პლენარული სხდომის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტში არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით კომიტეტის სხდომებზე იქნა განხილული.

კონსტიტუციური კანონის პროექტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის საინიციატივო ჯგუფის და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირმა ინაშვილთან გამართულშეხვედრაზე.

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ საკითხის უკან გაწვევას.

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

„ხელისუფლება ცდილობს ეს თემა გადაიტანოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში, რაც არის კანონდარღვევა. როცა საკითხი მისულია კენჭისყრამდე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას კენჭი უნდა ეყაროს. ჩვენც,პატრიოტთა ალიანსი მხარს ვუჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. მისივე განცხადებით საკითხს პარლამენტის ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაიტანენ. „ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ აღნიშნულ საკითხსგავიტანთ ბიუროს სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე და ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ გადაწყდეს ამ პარტიების სასარგებლოდ კი არა, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირმაინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42