"ეს არის წითელი ხაზი, ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსული ინტერესები ამოძრავებს"- კორძაია "გაზპრომთან" ხელშეკრულებაზე
პოლიტიკა - 14:56, 18 Jan, 2017     1580
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა და ის საქართველოს სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისად შეაფასა. კორძაიას თქმით ამით დასტურდება ის რომ ხელისუფლებას რუსული ინტერესები ამოძრავებს:

„რესპუბლიკური პარტიისთვის“ გაზპრომის თემა არაა რიგითი თემა, ჩვენ ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას გაზპრომთან მოლაპარაკებების თემებს. მე შეგახსენებთ, იმ პასუხს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში მოგვწერა ენერგეტიკის სამინისტრომ, ჩვენ ძალიან ბევრი შეკითხვა დავსვით ამასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესი არის გაუმჭვირვალე და ხელისუფლება არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. რესპუბლიკელები ამ პროცესს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის გასხვისების დასაწყისს, იმიტომ რომ ერთია რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება გაზის ფასის მიმართ და როდის გაზრდის არ ვიცით და მეორეა ჩვენი პოლიტიკური ფასის დაკნინება. რუსეთს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გადავეცით. არავინ არ გვიხსნის როგორ შეეძლო რუსეთს სომხეთისთვის ალტერნატიული გზით გაზის მიწოდება. არ შეეძლო და დაგვისაბუთონ. რატომ არ ვაწარმოებდით და საერთოდ ვაწარმოებდით თუ არა ირანთან მოლაპარაკებას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ხელშეკრულების დადებით საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური ფასი სულ მცირე შეამცირა და დაკარგა. ეს არის წითელი ხაზი, სადაც ეს ხელისუფლება ადასტურებს იმას, რომ მას რუსული ინტერესები ამოძრავებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ნებას“- განაცხადა თამარ კორძაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42