„თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს - კულუარებში ახალ ენერგეტიკულ სკანდალზე ალაპარაკდნენ
პოლიტიკა - 14:00, 18 Jan, 2017     4632
„მალე შეიძლება, ახალი ენერგეტიკული სკანდალი აგორდეს,“ - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომელმაც აქვე, აღნიშნა, რომ სკანდალი, რომელსაც გულისხმობს, „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან პირდაპირ კავშირიში არ არის, მაგრამ იმ ეკონომიკური ექსპანსიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებს. სხვათა შორის, „ნიუპოსტი“ შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა აღნიშნულ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. სამაგიეროდ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პიროვნებამ პირად საუბარში განგვიცხადა, რომ მსგავსი საუბრებისთის ყური, მართლაც, მოუკრავს, თუმცა მტკიცების ფორმაში რამის თქმა გაუჭირდება.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ლაპარაკი „თელასის“ შესაძლო გაყიდვაზეა. კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ გავყვებით, ობიექტის მფლობელი, რომელიც დედაქალაქს ელექტროენერგიით ამარაგებს, შესაძლოა, რომელიმე კერძო კომერციული ბანკი გახდეს. ზოგადად, ისეთ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, „თელასის“ გაყიდვა არ უნდა გაგკვიკვირდეს, რადგან ბოლო წლების ისტორია მოწმობს, რომ ეს სტრატეგიული ობიექტი ყოველთის პოლიტიკური სპეკუცლიაციების საბაბი ხდებოდა.

ასე, მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ წინ, „თელასი“ ამერიკელების ხელში იყო, ვისთანაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, „მოქკავშირის“ ე.წ. „რეფორმატორების ფრთას“ ახლო მეგობრული ურთიერთბა ჰქონდა და სწორედ აქედან გამომდინარე, „თელასს“ მანიპულაციისთვის იყენებდა, ანუ როგორც მაშინ ამბობდნენ, დენი საკმარისი იყო, მაგრამ მოსახლეობას არ მიეწოდება, რადგან პროტესტს კულმინაციისთის მიეღწია და ხალხი ქუჩაში გამოსულიყო. პრინციპში, რევოლუციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა, მათ შორის, უდენონაც გახდა.

შეიძლება, ეს გადაჭარბებული წარმოდგენაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკაში მსგავსი ტექნოლოგიები კარგად ცნობილი და აპრობირებულია.

სხვათა შორის, „თელასი“ ერთ-ერთი პირველი მსხვილი ობიექტი გახლდათ, რომელიც გაიყიდა, ანუ 90-იანი წლების საქართველოში „დიდი პროვატიზაცია“ სწორედ „თელასის“ გასხვისებით დაიწყო, რასაც უხმაუროდ არ ჩაუვლია, თუმცა მას შემდეგ, რაც „ახალგაზრდა რევოლუციონერებმა“, მაშასადამე, მომავალმა „ვარდოსნებმა“ ხელისუფლებისთვის ფინალური ბრძოლა დაიწყეს, დღის წესრიგში ამ ობიექტის გაყიდვის საკითხი ისევ დადგა და ყველასთვის მოულოდნელად, მყიდველი რუსული კომპანია აღმოჩნდა. ყველას გაუკვირდა, რომ ამერიკელებმა „თელასი“ რუს ინვესტორებს მიჰყიდეს...

მოკლედ, ასეა თუ ისე, „თელასი“, უკვე წლებია, რუსეთთან ასოცირებული კომპანიის საკუთრებაა, თუმცა ყოფილი ხელისუფლების ოპონენტები ლამის დღემდე ირწმუნებიან, რომ „ნაციონალებს“ თავიანთი კადრები ამ ობიექტში ყოველთის ჰყავდათ. ასე, მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „თელასის“ დირექტორად ზურაბ არსოშვილი დაინიშნა, რომელიც მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, შს ყოფილი მოადგილე და 2010-1011 წლებში, შიდა ქართლის გუბერნატორი, ანუ სააკაშვილთან დაახლოებული პიროვნება გახლდათ. არსოშვილი „თელასის“ გენდირექტორი გახდა თუ არა, სკანდალშიც გაეხვა, კერძოდ, თანამშრომლებმა მას ბრალი პოლიტიკური ნიშნით დევნაში დასდეს და განაცხადეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადებები იმ მოტივით დააწერინა, რადგან ისინი, 2012 წლის 27 მაისს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მაშინდელმა ლიდერმა, დავით ფაცაციამ კი ჟურნალისტებს აცნობა, რომ გაყრილი თანამშრომლების ადგილას არსოშვილმა „თელასში“ „ნაცმოძრაობის“ მომხრეები დაასაქმა.

ყველაფერი, რაც თავის დროზე მედიაში ვრცელდებოდა, შესაძლოა, სიმართლეს სულაც არ შეეფერებოდა, მაგრამ „ნიუპოისტმა“ ეს პრეისტორია იმ მიზნით გაიხსენა, რომ „თელასის“, როგორც პოლიტიკური იარაღის როლი უკეთ წარმოეჩინა.

„თელასის“ ისტორია კი, სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს, კერძოდ, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, თბილისში, გოლოვინის, ანუ რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე შენობა, ბანკი და თეატრი განათდა.

თბილისის მერიის არქივის თანახმად, დოკუმენტებში ქალაქ თბილისის ენერგეტიკული ნაგებობების სამმართველო 1921 წელს ჩნდება. 1937 წელს, თბილისის საქალაქო საბჭოსთან, „თბილელექტროქსელი“, ანუ „თელასი“ ფუძნდება, რომელსაც ორი - ტექნიკური და კომერციული ფუნქცია აქვს. მაშინდელი „თელასი“ ელექტროენერგიას ზაჰესიდან იღებდა, რომელიც რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო გეგმის ფარგლებში იყო აშენებული.

1995 წლის მაისში, „თელასი“ სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. 1998 წლის დეკემბერში, მისი აქციათა 75 პროცენტი ამერიკულმა კორპორაცია AES-მა შეიძინა. 2003 წლის აგვისტოში, AES-მა აქციათა 100% სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy-ს მიჰყიდა, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული წარმოშობის „ინტერ რაოა“. შესაბამისად, დღეს „ინტერ რაო“-ს საკუთრებაშია „თელასის“ აქციათა 75%, აქციათა 25%-მდე კი, სახელმწიფოს საკუთრებაა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისხლიანი სკანდალი, რომელიც ამ ობიექტს უკავშირდება, „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაა. შეგახსენებთ: ლომინაძე 2002 წელს, ანუ იმ დროს, როცა „თელასი“ ჯერ კიდევ ამერიკელების ხელში იყო, ბახტრიონზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ, მკვლელობის შემკვეთად „თელასის“ ექსპერტი, გია გვიჩიანი ცნეს, რომელიც 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა გვიჩიანი ლომინაძის მკვლელობაში თავს თავიდანვე უდანაშაულოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ მისი დაკავება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადასაფარად დასჭირდათ. ბოლო დროს, ლომინაძის მკვლელობის საქმის გადახედვა დაიწყო და ამბობენ, რომ გვიჩანი შესაძლოა, პრეზიდენტმა შეიწყალოს, ან ციხიდან სასამართლომ გამოუშვას

„ხელაღებით, რასაკვირველია, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გამართლდება და „თელასი“, მართლაც, რომელიმე კომერციულმა ბანკმა შეიძინა, ეს შესაძელებლია, ახალი პოლიტიკური რყევების საფუძველი გახდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც, სხვათა შორის, პოლიტიკურ ინსტემბლიშმენტთან დახლოებული პირია და სწორედ ამიტომ საკუთარ ვინაობას არ ამხელს, მაგრამ ამბობს, რომ ბანკი, რომელმაც შესაძლოა, „თელასი“ იყიდოს, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის.

ზოგადად, ენერგეტიკა და ფინანსური ინსტიტუტები, ანუ ფული პოლიტიკის ხერხემალია. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ დიდი ბატალიები გველოდება, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42