"ძალიან მაგრად მიჭირს უშენოდ... წერილი მას შემდეგ სულ თან დამაქვს"- არველაძეების ემოციური ისტორია
პოლიტიკა - 13:17, 18 Jan, 2017     66242
პოპულარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში თავის ტყუპისცალ ძმასთან დაკავშირებით 13 წლის წინანდელ ისტორიას ჰყვება:
"2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რეინჯერსის შემადგენლობაში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვითამაშე. ზაფხულიდან მოყოლებული ტრავმით ვთამაშობდი, რადგან ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი ვიტკინე. მანჩესტერთან თამაშის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ოპერაციის გაკეთების გარეშე, ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი.
ახალ წელს უხასიათოდ შევხვდი, თუმცა ტრავმის მიუხედავად რეინჯერსმა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიხანგრძლივა. 2004 წლის იანვარში, გლაზგოში აჩი ჩამოვიდა. ცოტა ხნით ჩემთან იყო, იცოდა, მიჭირდა და ტკივილებით ვთამაშობდი. სელტიკთან თამაში გველოდა, სწორედ ამ მატჩის შემდეგ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია. თბილისში წასვლის წინ აჩიმ წერილი დამიტოვა.
„შო, აბა შენ იცი, ვილოცებ რომ ოპერაცია არ დაგჭირდეს, იქნებ უოპერაციოდ მოგირჩეს. თუ მაინც დაგჭირდება, ამსტერდამში მეც ჩამოვალ. ძალიან მაგრად მიჭირს თბილისში უშენოდ, შეტენე ერთი გოლი ჩვენებურად! საღამოს დაგირეკავ, აჩი.
17 იანვარი, 2004 წელი, დილის 03:45 სთ...“
აჩი თბილისში ძალიან ადრე მიფრინავდა და აღარ გამაღვიძა, ეს წერილი დილით, მაგიდაზე ვნახე. წერილის წაკითხვის შემდეგ, თვალები ცრემლებით ამევსო. მას შემდეგ სულ თან დამაქვს..."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42