„ჩვენ დავასრულეთ მოსამზადებელი პერიოდი, მოვამზადეთ გარკვეული რიგი რეფორმებისა. საყოველთაო ჯანდაცვა უდაოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ არ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და ასე შემდეგ, არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს მის ინტერესებს. ჩვენმა პოზიციამ, ვფიქრობ, რომ რიგ კლინიკებს შეუქმნა აშკარა ყალბი მოლოდინები, რომ მათ დაიწყეს ზრუნვა თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე, მინიმალური კი მიემართად პაციენტებისთვის. ამას ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.
იკვეთება კლინიკები, რომლებსაც ანალიზის შედეგად, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი ხარჯებისკენ, ეს არის მენეჯმენტისა და მმართველობის მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ და იმ ექიმებისა თუ პერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა.
იკვეთებიან კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება, ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. გიდასტურებთ, რომ ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა.
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას, აქ ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ ეს არის არაჯეროვნად მოთხოვნილი თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ, იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილი არის მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს, რომ ექიმებს, ექთნებს და პაციენტებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს, გვიგვიანებს და ამიტომ ვერ გიხდით ხელფასებსო, ამ დროს 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებისგან ჩვენ საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართულები იქეთ, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ მომავალში ასეთი ტიპის ურთიერთობა.
მიმართულებები, რომლებიც დაწერილია და ჩამოყალიბებულია, გაწერილია სამოქმედო გეგმაში, მეორე ტალღის რეფორმების სამოქმედო გეგმაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






