მოსახლეობის შეფასებით არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, თუმცა ახალი პარლამენტისადმი არაერთგვაროვანი მოლოდინები გააჩნიათ- NDI
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას ეჭვი არ ეპარება საარჩევნო პროცესების სანდოობაში და აცხადებს, რომ არჩევნების დღემ მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ (92 პროცენტი) იცოდა სად და როგორ მიეცა ხმა და განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაცია იყო უსაფრთხო (96 პროცენტი), კარგად ორგანიზებული (96 პროცენტი) და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი (92 პროცენტი). 2012 წლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედარებისას, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნებზე ძალადობის და ზეწოლის დონე მცირე იყო ან საერთოდ არ ჰქონია ადგილი. თუმცა ქართული ოცნების მხარდამჭერები 2012 წლის არჩევნებს უფრო ცუდად აფასებენ, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 2016 წელს უფრო მეტი ძალადობა და ზეწოლა იყო ვიდრე 2012 წლის არჩევნების პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ტურის აქტივობა 51.6 პროცენტი იყო, გამოკითხვისას რესპონდენტების 74 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმა მისცა არჩევნებზე. თუმცა ეს რიცხვი გაცილებით დაბალია (62 პროცენტი) 18-35 წლის ასაკის მოსახლეობაში, ვიდრე 56+ მოქალაქეებში (86 პროცენტი). კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხეულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 40 პროცენტმა - ქართული ოცნება, 10 პროცენტმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3-3 პროცენტმა კი პატრიოტთა ალიანსი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14 პროცენტი. კითხვაზე თუ რატომ წავიდნენ არჩევნებზე, მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათი “მოქალაქეობრივი ვალი” იყო. მაგალითად, ქართული ოცნების მხარდამჭერების 11 პროცენტი აცხადებს, რომ არჩევნებზე პარტიის, ხოლო 8 პროცენტი კი მთავრობის მხარდასაჭერად წავიდა. ეს მაშინ როდესაც ამ პარტიის მხარდამჭერების უმეტესობამ (71 პროცენტი) არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით მიიღო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებიდან მოკლე ხანში მოქალაქეების მესამედმა არასწორად დაასახელა მისი მაჟორიტარის სახელი, რაც ამომრჩევლებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სუსტ ურთიერთკავშირზე მიუთითებს. “აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივი მთავრობის მხარდაჭერა, შეცვლა ან პოლიტიკური პარტიისა თუ კონკრეტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, საქართველოში მოსახლეობისთვის არჩევნებზე წასვლის მთავარ მოტივაციას სამოქალაქო ვალდებულება უფრო წარმოადგენს, ვიდრე მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა. ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებს რაც შეეხება, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, 65 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაავალებს. მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის მხარდაჭერის მიხედვით, ასე მაგალითად: ქართული ოცნების მხარდამჭერების 72 პროცენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინ როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ თუ რომელი პარტია არის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40 პროცენტზე ნაკლები ეთანხმება. ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოკლებით, მოსახლეობის მცირე ნაწილი (30 პროცენტზე ნაკლები) ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია. “მართალია, ქართული ოცნების მხარდამჭერები მტკიცედ უჭერენ მხარს ახალ პარლამენტს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენდნენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ მოქალაქეს პარლამენტისადმი,” - განაცხადა თორნტონმა. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






