„საქართველო ულამაზესი ქვეყანაა“ - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანი
პოლიტიკა - 23:27, 17 Jan, 2017     1618

ჩემთვის ორმაგად საპატიო და სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია; როდესაც საუბარია საქართველოს შესახებ, მე მიკერძოებული ვარ. საქართველო არის უმშვენიერესი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ულამაზესი, ბედნიერი და მუდამ მომღიმარი ადამიანები. მათ გვერდით, ყოველთვის შინ გრძნობ თავს, - ეს განცხადება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (World Tourism Organization (UNWTO)) გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი კვირიკაშვილს, დატვირთული განრიგის მიუხედავად, მადრიდში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობ, სილამაზეს ყველგან ხედავ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დატვირთული განრიგის მიუხედავად, გამონახა დრო და დღეს ჩვენთან ერთად არის", - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს.

"მივესალმები ჩვენთვის კიდევ ერთ ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანს და ჩემს მეგობარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. როგორც ხედავთ, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსია. მართალია, ის უშუალოდ არ თანამშრომლობს ჩვენთან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გამართულ შეხვედრაზე ის და პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობდნენ ტურიზმზე, როგორც საკუთარ შვილზე. დარწმუნებული ვარ, გესმით, რას ვგულისხმობ, რადგან თქვენ ყველამ ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვენით ტურიზმს და ასევე კარგად გესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის, მთავრობის მეთაურის მხარდაჭერა", - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გიორგი კვირიკაშვილმა, გენერალურ მდივანს, წლების განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პარტნიორობას, რომელიც დინამიურად ვითარდება.

შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა და ტალებ რიფაიმ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გახსნეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ორგანიზაციაში განთავსებული თითოეული დაფა ნიშანია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობებისაგან ტურიზმის სფერო იმსახურებს.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რადგან გვწამს ტურიზმის ტრანსფორმაციული ძალისა; ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები, პრინციპები და იდეები, რომელთა თანახმად, ტურიზმი ხალხთაშორისი ურთიერთობების დამყარების, კულტურათა შორის ურთიერთგაცვლის, ეკონომიკური წარმატების ქვაკუთხედია. თითოეული ჩვენგანის აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ძალას არ ვკარგავთ და განვაგრძობთ ყველა მიმართულების მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გენერალური მდივნის, ტალებ რიფაის ხელმძღვანელობის მანძილზე მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ და ტურიზმის ინდუსტრიამ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორად ჩამოყალიბდა.

"საქართველოს მიერ, მოკრძალებულად დასახელებული გენერალური მდივნობის კანდიდატი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი - გახლავთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ესპანეთში საქართველოს ელჩი, უზარმაზარი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში - ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრია და სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას კურირებდა. დარწმუნებული ვარ, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატი იქნება ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. ის იქნება ღირსეული მემკვიდრე და გაიზიარებს ორგანიზაციის მიერ, ბატონი ტალებ რიფაის პირადი ძალისხმევის შედეგად, აღიარებულ ღირებულებებსა და პრიორიტეტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პრემიერმა სტუმრები ქართული ღვინის დასაგემოვნებლად მიიწვია.

"UNESCO-ს მიერ აღიარებული მეღვინეობის ტრადიციით, რომელიც 8000 წელზე უფრო მეტს ითვლის, საქართველო ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა და მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ეს ტრადიციები თქვენც გაგიზიაროთ", - მიმართა სტუმრებს გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42