პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 23:23, 17 Jan, 2017     795

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზექი ლევენთ გურმუქჩუსთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების ფორმატის ფარგლებში. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის საკითხები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული.

„საუბარი ძირითადად შეეხებოდა პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მეგობრობის ჯგუფების გააქტიურებას როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობას საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. შეხვედრაზე, ასევე ვისაუბრეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენს დელეგაციებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე და ზოგადად, მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო დელეგაციების მეშვეობით ჩვენ შორის ურთიერთობების გარღმავებაზე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია, მაგალითად, ევროინტეგრაციის კუთხით, რაშიც მთავარი თანხვედრა გვაქვს ჩვენს საგარეო პრიორიტეტებში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42