საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვთა პირველი ჰოსპისი გახსნა
პოლიტიკა - 21:52, 17 Jan, 2017     2399

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ თბილისში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გახსნა და დაწესებულება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა, რომელიც 2015 წელს დაიწყო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 210 000 ლარით დაფინანსდა. ჰოსპისი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით აშენდა.

„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, რომ საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა და ისიც, რომ - ბიზნესსექტორი, სახელმწიფო და ინდივიდუალური დონორები გაერთიანდნენ და ერთსულოვნად მიიღეს ასეთ საქველმოქმედო და ღირსეულ საქმეში მონაწილეობა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა იმისთვის, რომ ეს ცენტრი გაკეთებულიყო.

ამ ცენტრს თავისი სტანდარტები აქვს და ის სრულად უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული თითოეულ პაციენტზე. ცენტრი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისადაა აღჭურვილი, ისე როგორც მე ვნახე უცხოეთში ვიზიტებისას.

მოგიწოდებთ ყველას, რომ ასე გავაგრძელოთ, ეს ძალიან სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ბავშვებს", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა" ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს უფასოდ ემსახურებიან.

მაკა ჩიჩუამ ბავშვთა პირველი ჰოსპისი ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დირექტორთან ქეთევან ხუციშვილთან და “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ დირექტორთან ერეკლე გამყრელიძესთან ერთად გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42