რესპუბლიკური პარტია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს უარყოფითად აფასებს
პოლიტიკა - 18:23, 17 Jan, 2017     1344

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს.

შესაბამისი განცხადებიის პრესსამსახურმა გაავრცელა:

"ჩვენ, რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით შეთავაზებული ცვლილებების გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ, იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მედიის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წარმოდგენილი ცვლილებებით შემოთავაზებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა.

საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება. უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია ერთის მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლესს მმართველ ორგანოს საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ჰქონდეს შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები (გენერალური დირექტორის ასარჩევი კონკურსი) ნათლად აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცედურები იქცა ფსევდოგამჭვირვალობად და გადაწყვეტილებების მიღება გადაიზარდა თვითნებობაში. ამ ფონზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადედების გაზიარება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგუმლი ნაბიჯი გამჭვირვალობის და მმართველ ორგანოებს შორის ურთიერთბალანსის უზრუნველსაყოფად"- ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42