"რატო გონია ვინმეს რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს თვითონ კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია? მემგონი ოპონენტები ძირითადად იყვნენ ისინი ვინც სამწუხაროდ პირველად წაიკითხეს კონსტიტუცია და უცებ გაოგნდნენ, რომ „ვაიმე, ეს შესაძლებელია“, არადა რა დიდი გენიოსობა და კონსტიტუციონალისტობა სჭირდება ამ ამბავს, მითუმეტეს ჩვენი პოლიტიკური ისტორიის მქონე ხალხში“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შესაძლო შეტანის გამო გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა ვადის ამოწურვამდე გადადგეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე ჩატარდეს და ქვეყანას მომავალი 5 წელი ისევ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს.
მასალის გამოყენების პირობები






