"არავინ არაა სხვაზე ნაკლები პატრიოტი"- უმრავლესობა კალაძის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს
პოლიტიკა - 16:07, 17 Jan, 2017     2778
მმართველი გუნდის წევრები „გაზპრომთან“ დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ გაზპრომთან დაკავშირებით შეკითხვებს უკვე უპასუხა და ამიტომ, ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობა არ არსებობს:

„საჭირო არ არის ეს შეხვედრა, იმიტომ რომ რაც თქვა კალაძემ, იმის მეტს არაფერს არ იტყვის. ყოველ შემთხვევაში კალაძემ, მისმა მოადგილემ, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მიღწეულია საუკეთესო ვარიანტი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა და სხვაობა ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი არ არის ძველ ვარიანტთან შედარებით.“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს გია ვოლსკიც. მისთვის გაუგებარია რა ალტერნატივას სთავაზობდა ოპოზიცია კალაძეს:

„ჩვენ პრაქტიკულად გვთავაზობდნენ, რომ აღარ დაგვრჩენოდა არც სატრანზიტო ფუნქცია, არც გაზი და არც თანხა. მაგის ალტერნატივა არის ის რომ დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, მუშტი დაუბრახუნო რუსეთს და უნდა უთხრა, რომ არ გაბედო მონეტარიზაციაზე არ გადახვიდე, თორემ, მრავალიწერტილი. იმას შეეშინდება და გეტყვის კი ბატონო შეიძლება 10 კი არა 15%-იც მოგცე, ოღონდ თქვენ არ გამიბრაზდეთ. აი ეს არის ალტერნატივა. ამასთან დაკავშირებით იბარებენ კახა კალაძეს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუგული მაღრაძის განცხადებით რუსეთი საკმაოდ რთული პარტნიორია და ამ პირობებში მიღწეული შეთანხმება დადებითია:

„არავინ არაა სხვაზე ნაკლები პატრიოტი. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ნატურით გადახდა, მაგრამ რუსეთი არის საკმაოდ რთული პარტნიორი და თუკი ის არ თანხმდება გარკვეულ პირობებზე, ხანდახან არ არის სხვა გზა, ის რომ ძალიან მაღალი ტარიფით იქნება გადახდა ეს ძალიან დადებითია.“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42