სეს-ი ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დამცველებს მასპინძლობს
პოლიტიკა - 15:22, 17 Jan, 2017     1212

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრების შეხვედრას მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტად მყოფი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 25 წარმომადგენელი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ , მცენრეთა მავნებელ-დაავადებების დიაგნოსტიკისა და ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

საქართველო, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა და როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, სამუშაო შეხვედრას პირველად მასპინძლობს. შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. „ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. ორგანიზაციის წევრობა საქართველოს დაეხმარება, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ეფექტიანი ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტირებული მცენარეული პროდუქციის მიმართ ნდობის ამაღლებას“ -განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა, ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ვითარება და სახელმწიფო კონტროლის სისტემა გააცნეს. „ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმაციის გაცვლა, ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ უახლეს ინიციატივებს ფიტოსანიტარიულ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონფერენციებში, ჩაერთონ ახალი სტანდარტების შემუშავების პროცესში, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) წევრების საქართველოში ვიზიტი სამდღიანია და 19 იანვრამდე გაგრძელდება. სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42