80 არასამთავრობო ორგანიზაცია "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნას ითხოვს
პოლიტიკა - 15:11, 17 Jan, 2017     1421
80 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებები მხოლოდ კომერციულ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ოკუპანტის სტატუსი აქვს. სამოქალაქო სექტორი მიმართვას ავრცელებს სადაც დეტალურად აღწერს, თუ რა რისკების მომტანია რუსულ კომპანიებთან ხელშეკრულების პირობების შეცვლა:

„მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტით მიღებულ სარგებელს, როგორც ეკონომიკური ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთანავე საქართველო უფრო მეტად დამოკისებული ხდება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე. ამ ხელშელრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურით იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც არსებულ სარგებელთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. ასევე ახალი მიდგომა ასევე ამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალი ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე. აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა მეტ დათმობაზე.“- აღნიშნულია მიმართვაში.

"საქართველოს რუსეთთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებების საკითხი მხოლოდ კომერციულ ჩარჩოებში ნამდვილად არ ჯდება, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია,“- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.

კაპიტულანტურს უწოდებს აღნიშნულ ხელშეკრულებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ლაშა ტუღუში:

„გაუგებარია, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა. როდესაც რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის კაპიტულანტური შეთანხმება, რომელიც არის საზიანო საქართველოსთვის,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42