“სკოლებში ჰიგიენის საკითხს ყველა მიმართულებით უნდა შევუტიოთ. დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურით მოწესრიგება, სისუფთავე იყოს. ჩვენი დავალება არის, თხოვნაც და მოთხოვნაც.
გასაგებია, რომ კარგია სააქტო დარბაზისა და ცეკვის სცენის არსებობა, მაგრამ თუ ჩვენი ბავშვებისთვის ელემენტარული პირობები ვერ უზურნველვყავით, უბრალოდ ყველაფერი აზრს კარგავს.
დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა.
დირექტორებს ვუთხარით, რომ ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა იქნება, მათ შორის ბიუჯეტის კუთხით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ბევრგან აუთვისებელი ბიუჯეტი გვაქვს და საპირფარეშო არ არის მიხედილი, კარი არ აქვს საპირფარეშოებს. ელემენტარულ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეს დაუშვებელია,” - ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან გააკეთა. როგორც განათლების მინისტრმა თქვა, სკოლებში ჰიგიებნის საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უკვე დააყენა.
მასალის გამოყენების პირობები






