17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერითვის.
შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი უაღრესად დინამიურად ვითარდება და წარმატებით გაგრძელდება 2017 წელსაც, რასაც ხელს შეუწყობს წლის მანძილზე დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციას, საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში.
მასალის გამოყენების პირობები






