"მიზნად ვისახავთ პოლიტიკური იმპულსების მიცემას საზოგადოებისთვის"- ქარდავა ახალი მოძრაობის შესახებ
პოლიტიკა - 13:11, 17 Jan, 2017     2282
სასტუმრო ,,ბილტმორში“ პლატფორმა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პრეზენტაცია შედგა. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პოლიტიკური პარტია „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ქართული პოლიტიკა ჩიხშია და სწორედ ამიტომ მოძრაობის წევრები გეგმავენ საზოგადოებას შესთავაზონ რეალურად ახალი ალტერნატივა და ამ ჩიხიდან გამოსვლის გზა.

„მიზნად ვისახავთ გარკვეული პოლიტიკური იმპულსების მიცემას საზოგადოებისთვის და ვაცხადებთ, რომ დღეს ქართული პოლიტიკა იმყოფება ჩიხში და ამ ჩიხიდან მისი გამოყვანის სურვილი გვიჩნდება. ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური განაცხადი და ეს გაკეთდება საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმატში, თუ ამ საზოგადოებრივი მოძრაობის შიგნით წარმოიშვება გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებები, მე ამას არაფერს არ გამოვრიცხავ და ასეც უნდა განვითარდეს პროცესი. მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩრდილოვან კაბინეტს, ბუნებრივია ეს პოლიტიკურ საზოგადოებრივი განაცხადია. ჩვენ ვგეგმავთ რომ ვიყოთ ძალიან აქტიურები და საზოგადოებას შევთავაზოთ რეალურად ახალი ალტერნატივა,“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, რადგან საქართველოში ”პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სტრუქტურები მოშლილია, ქვეყანაში არსებული კრიზისი შეიძლება დაძლეული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რეალური განახლება".

"ქართული პოლიტიკური ცხოვრება გადატვირთვას მოითხოვს და ეს გადატვირთვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ თვისობრივად ახალი ტიპის მოძრაობის ჩამოყალიბების გზით. საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გეგმა იქნება ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება, ეს არის უმთავრესი რითაც ჩვენ საქმიანობას დავიწყებთ, იმიტომ რომ ჩრდილოვანი კაბინეტით ჩვენ საზოგადოებას ალტერნატივას შევთავაზებთ, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა პლატფორმის ერთ-ერთმა წევრმა.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მოძრაობა პრორუსული პოლიტიკური ძალების გარდა ყველასთან ითანამშრომებს.

"ახალ მოძრაობაში თავს იყრიან იმ ტიპის პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები, რომელთა ორიენტირს დასავლური პოლიტიკა წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ სწორედ პროდასავლური კურსი არის ის კურსი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული. ეს არის გზა რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და თვითმყოფადობას შეუნარჩუნებს"- დასძინა ქარდავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42