„ჩვენ გაგვაჩნია ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვებიც, რაც პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად და რაც შეიძლება ენერგიულად საქრთველოს ეკონომიკა გადართული იქნეს ინოვაციური განვითარების გზაზე. უნდა ჩატარდეს რადიკალური დემონოპოლიზაციისა და დეკარტელიზაციის პროცესი.“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის წევრი, ნიკოლოზ ვაშაკიძის განმარტებით, მოძრაობაში გაწევრიანებული ადამიანები ქვეყნის განვითარებაზე მუშაობას შეძლებენ.
„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანური რესურსისა, რომელიც ქვეყნის სიმდიდრეს წარმოადგენს და საუკეთესო საკადრო რესურსი საქმის გარეთ არის დარჩენილი. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია გავუწიოთ ამ ხალხს და მივცეთ საშუალება, რომ სარგებელი მოუტანონ ქვეყანას,“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
მისი თქმით, ახალი მოძრაობა საზოგადოებას ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ყველა დარგზე შეთავაზებს რეკომენდაციებს. ის აღნიშნავს, რომ მისასალმებელი იქნება თუ ხელისუფლება მათ მიერ გაწეულ რეკომენდაციებს გაიზიარებს.
ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ახლო მომავალში მოძრაობა პარტიად ჩამოყალიბებას არ გეგმავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პარტიის შექმნას არც გამორიცხავს.
არის თუ არა შესაძლებელი საოზგაოდებრივი მოძრაობა პოლიტიკურ გაერთიანებად გადაკეთდეს, ვაშაკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს, თუმცა ვაშაკიძე არც იმას გამორიცხავს სამომავლოდ ის პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს.
,,რამდენად გარდაიქმნება ის პოლიტიკურ გაერთიანებად, რა ფორმით ჩაერთვებიან ეს ადამიანები, ამას მომავალი გვიჩვენებს, პრინციპულად გამორიცხული არაფერი არ არის“ - აცხადებს ვაშაკიძე და არ გამორიცხავს ახალი მოძრაობის შემადგენლობა გაფართოვდეს.
მასალის გამოყენების პირობები






