„არა მარტო ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, ოპოზიციასაც გაუჩნდა ოპოზიცია, ეს ნიშნავს რომ ერი გათიშულია და დაპირისპირებულია ერთმანეთთან, ჩვენ სწორედ ამისთვის შევეცადეთ, რომ შეგვექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალებს, შევთავაზოთ მაკონსოლიდირებელი იდეა, რაზეც შეიძლება დაფუძნდეს მომავალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. ჩვენ გვაქვს ამის ხედვა და დღეს სწორედ ამის პრეზენტაციას ვახდენთ “- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
მამუკა გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი იმაზე გარდაიქმნება თუ არა მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად.
„ჩვენ ვახდენთ ძალების კონსოლიდაციას და საინტერესო ადამიანებისა და ორგანიზაციების მოკრებას. გამორიცხვით კი არ გამოვრიცხავ“- აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, ,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ გამორიცხავს.
" შევთავაზებთ მათ ჩვენ ხედვას, იგივე ეხება ოპოზიციასაც. ეს არის ძალიან ფართო ყოვლის მომცვლელი, ერთიანი ქართული, ძლიერი სახელმწიფოს იდეის მქონე პლატფორმა"- თქვა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






