მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული პროგრამა მათ, ვინც ხელფასს ლარში იღებს, შეღავათს მისცემს. ლარიზაციის პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციასთან ერთად, ეკონომიკის ექსპერტები.
მომხმარებლების ნაწილმა ამ დროისათვის უკვე მიმართა საკუთარ ბანკებს. „თი ბი სი“ ბანკში აცხადებენ, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად:
„დედოლარიზაციის განხორციელებას მინიმუმ 10 წელი მაინც სჭირდება, მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები გავს პრობლემის შეფუთვას და ილუზორული შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ვიღაცა ზრუნავს რაღაც გარკვეულ საკითხზე, სინამდვილეში ამას ლარის სტაბილურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რა შედეგებიც არ უნდა დაიდოს ამ ნაბიჯებთან დაკავშრებით ლარის სტაბილურობის შემდეგ, ეს არ იქნება ის შედეგი, რომელსაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა, სტაბილურ ლარს, გაზრდილ ეკონომიკას, შემოსულ ინვესტიციას, გაზრდილ სამუშაო ადგილებს, არც ერთი ამათგანი ბუნებრივია არ კმაყოფილდება ამ შემთხვევაში“, - აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ დაგეგმილი ნაბიჯები მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს:
„მთავრობამ თქვა თავის პირით, რომ აღარ უნდა ველოდოთ ჩვენ ლარის გამყარებას, ლარი გაუფასურდება, ამიტომ ეს სესხები უნდა გადავიტანოთ დოლარიდან ლარში, რათა გაუფასურების შედეგად მიღებული წნეხი იყოს ნაკლები. ამგვარი ნაბიჯები, რომელიც ბაზარზე იწვევს რყევებს, ბაზრის მოთამაშეები ხედავენ, რომ მთავრობის პროგნოზი არის პესიმისტური, კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას“, - აღნიშნავს კახიძე.
მასალის გამოყენების პირობები






