"მე ვფიქრობ არა იმათზე ვინც წავიდა, არამედ იმათზე ვინც მოვა"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 22:23, 16 Jan, 2017     1832
მიხეილ სააკაშვილის თქმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რამდენიმე ჯგუფის გასვლა ფინანსურ ინტერესებთან იყო კავშირში. ბოლო ჯგუფის გასვლასთან დაკავშირებით კი სააკაშვილი აცხადებს, რომ ამ ჯგუფს სურდა „ქართული ოცნებისთვის“ ეჩვენებინა, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით მათთან ლაპარაკი შესაძლებელია:

„ივანიშვილმა ყველაფერი გათვალა, პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ამ სცენარს მიჰყვებოდა სხვადასხვა მოტივაციით. ხალხი სულელი ხომ არაა, ყველაფერი ნათელია. ეს არ განხორციელდა იმის გამო რომ ივანიშვილმა არ გაითვალისწინა ათეულობით ათასი გულანთებული პატრიოტი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი იყვნენ მთავარი და არა კაბინეტებში მყოფი ხალხი. ეს იმაზე კი არაა საუბარი, რომ ისინი მიშას მიჰყვებიან და ბელადმანებს უძახიან, თუ დასჭირდათ მიშასაც გასწევენ გვერდზე. სწორედ ეს ხალხია ძალიან განათლებული, შეიძლება მარიფათი არ აქვთ ზოგიერთებივით, ზოგის თვალში ჭკვიანი ისაა, ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც, ყველაზე მეტად რა გამოთქმასაც ვერ ვიტან. მე არ ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც და ამ ხალხმაც არ იცის. მათ იციან იდეა. ოლიგარქის ფულს მხოლოდ იდეა და იდეალისტები დამარცხებენ. ჩვენ მას ფულით, ვერაგობით და ცბიერებით ვერ მოვუგებთ. პარტიაში რჩებიან იდეალისტები, ვინც წავიდა ზოგი ჩამოიშალა, ზოგი დაიღალა, ზოგი გაიყიდა კიდეც.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით მისთვის მთავარი არიან არა ის ადამიანები ვინც წავიდა, არამედ ისინი ვინც ნაციონალურ მოძრაობას და მის იდეას მომავალში შეუერთდება.

„ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე კი არა, ვინც წავიდა, არამედ ბევრად მეტად ვფიქრობ იმაზე, ვინც მოვა, დიდი ამბებია წინ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველების ახალი თაობა იქნება ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე.

„ნაციონალური მოძრაობა ივლის წინ გამარჯვებისკენ სწრაფი ტემპით, გამარჯვების გზა გადის ივანიშვილის დამარცხებაზე,“- აღნიშნა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42