,,შეიქმნა პარტია ევროპული საქართველო, მე ეს არ ვიცოდი, რომ იგი წერეთლის მამას დააფუძნებინეს. გამზადებული პლატფორმა იყო, რომ თუ არ გამოვიდოდა პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა, გაეგრძელებინათ გზა მეორე მატარებელზე. რელსებზე დააყენეს მეორე მატარებელი თავისი ფინანსებით. რამდენიმე თვით ადრე შექმნეს პარალელური პლატფორმა და პარალელური შემადგენლობა.
500 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ნაციონალურ მორაობას. ერთმა ამომრჩველემა მაინც იცოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხმას აძლევდა ევროპულ საქართველოს? მე არ ვიცოდი. ეს არის პირველი დიდი ტყული, მეორე - ხომ იძახოდნენ რომ მიშა რა პრობლემაა? ეხლა ხომ ითქვა რომ მიშაა მთავარი პრობლემა. ამის აღიარება მოხდა ღიად. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი, რომელიც მათ შორის მე ჩამიტარეს. ხალხი რომელიც მიუდაგა არაკეთილსინდისიერად, ხალს ეს არ დაავიწყდება, რადგან მათ ისინი გადააგდეს. ამ პლატფორმას რომ გაემარჯვა და ეს ათასჯერ ჯობია ივანიშვილს და ე.წ. ქართულ ოცნებას, რომელიც ოცნების გარდა ყველაფერია, კოშმარი, მაშინ ყევლაფერი სვხანაირად დალაგდებოდა, მაგრამ ახლა ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია პარტიაში დარჩეს იდეის ერთგული ხალხი.
მასალის გამოყენების პირობები






