„ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა ივანიშვილს და მის პატრონებს ჩრდილოეთში, ეს არის დეკლარირებული მიზანი, ვინ ჩაფლავდა იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ წაგვართვეს და მე ვერ ჩამომაშორეს პარტიას? - რა თქმა უნდა, ივანიშვილი. ამას პატარა ბავშვიც ხვდება. ნებით თუ უნებლიეთ მოხვდა ვინმე ამ თამაშში, ეს სხვა თემაა. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები, თუ კი რამე არ ვიცოდი, ეს კარგად ვისწავლე უკრიანაში.
ოლიგარქი, რომელსაც შუეძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს...
ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში და თუ ინტერესები დაემთხვა სამწუხაროა და თუ ვინმე ნებით მუშაობდა ამაში, ეს კიდევ უარესი. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის განვითარებისთვის, ჩენ პირველად შევქმენით პოსტსაბჭოთა თაობა. საქართველოში ეს ახალი თაობა ჩვენ შევქმენით. ამ სიტუაციაში, ვიღაც აგრძელებს ამისთვის ბრძოლას, ვიღაც გვერდზე გავიდა, რადგან დაინახა რომ ეს ჩემთვის ჯობია ბევრი ფაქტორის გამო. არის სინათლე და სიბნელე.
ჩემი მეგობრები მე მეჭირა ხოლმე ხელით და როგორც კი გაგისხლტდებოდა ხელიდან სიბნელეში ეფლობოდა, და უკვირდათ საიდან ასეთი სახეცვლილებები. როგორც კი რაღაც ხაზებს გადალახავ, მერე არაფერი აღარ უნდა გიკვირდეს. სადამდეც ვინმე წამომყვა, წამომყვა. ადამიანი გავიდა გვერდზე და შეეცადა ზინის მოყენებას, ესეც ხდება, პროგრეს მოჰყვება ხოლმე ზოგჯერ რეგრესი, მათ შორის ადამიანებში. მე თავის დროზე დავპატიჟე ყველა მატარებელში და წავედით წინ, ვიღაცეები ამოვიდნენ პირველ ვაგონში, მათ შორის პირველი ვაგონის მზგავრები ჩავიდნენ, ზოგი მშვიდდად, ზოგი ფურთხებით, ზოგი ჰყვება რომ საშნელებები ნახა, მაგრამ მატარებელი აგრძელებდა სიარულს ვიდრე არ გაგვაჩერეს 2012 წელს,როცა ბევრი პროცესი მოხდა. ეს იყო რეგიონალური პოლიტიკის ნაწილი. აქ ბევრი რაღაც იყო გარეული.“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






