„ნაციონალური მოძრაობა ნულია იდეის გარეშე. ეს არის იდეა ქართული სახელმწიფოებრიობის. პირველმა საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შეძლო თანამედროვე სახელნწიფოს იდეის შექნმნა. ჩვენ ბოლო წლები გვქონდა კონცეპტიალური დავები, ისინი ყოველთვის უყურებდნენ გამოკითხვებს, ხალხს უნდა ესა და ეს, მათვის ეს თემებია პოპულარული, ხალხი არ გავაღიზიანოთ ამაზე საუბრით. მე ასე არ ვფიქრობ, დინებას კი არ უნდა მიყვებოდე და მიჩანჩალებდე, დინებას მიყვებიან მკვდარი თევზები, დინება შეიძება იცვლებოდაეს, მაგრამ შენი მიმართლება არ უნდა იცვლებოდეს. 2012 წელს აღარ ჩავრეულვარ საარჩევნო ლოზუნგებში და ეს ეხებოდა ამ არჩევნებსაც.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ეს არის გამოკითხვის და ფოკუსჯგუფების შედეგად გაკეთებული,
„ჩემთვის ასეთი ურთიერთბა ხალხთან არ არსებობს, როცა ფოკუსჯგუფის დროს ფანჯრის იქით ზის ხალხი. ეს არი ჩემთვის იდეა და ცოცხალი ურთერთბა. მე ვარ მომხრე იმისა, რომ ვიყოთ დარწმუნებული რასაც ვაკეთებთ და შემდეგ ხალხი გამოგვყება და არა ის, რომ იმ წუთისთვის ხალხის ნებას დაჰყვე. ქარიზმა ის ხომ არ არის როგორ გამოიყურება ადამიანი, ქარიზმა არის როცა დარწმუნებული ხარ იდეაში.
ისინი არ მივიდნენ თავის ხალხთან, მათ ბრძოლა ჩემთან კი არ წააგეს, მათ წააგეს ბრძოლა პარტიის ათეულ ათასობით აქტივისტთან. მათ თავიდანვე არ მოისურვეს აქტივისტებთან დიალოგი, ისინი თვლიდნენ რომ არიან ცალკე ჯგუფი და ეს ხალხმა დაინახა და ჰქონდა შესაბამისი რეაქცია.
როცა ჩემზე საუბრობენ, ჯერ ქვეყანაში არავის გაუუქმებია ლიდერობის ინსტიტუტი, ლიდერი ან ხარ და ან არა. მე რომ ერთი წუთით მეგრძნო, რომ რომელიმე აქტივისტს ჩვენს მხარდამჭერს, რომელმაც გვიშველა, რომელიც სამსახურიდან გაყარეს, სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, მე რომ ერთ წუთი მეგრძნო რომ ამ ხალხს არ ვუნდივარ, ვერავინ დამასწრებდა რომ მეთქვა - მე გავდივარ განზე.
იმ პირობებში როცა მე ხმა არ ამომიღია და მოხდა ინიცირება, რომ სააკაშვილი გავიდეს განზე, ამას მოჰყვა აქტივისტების რეაქცია. ეს ხალხი მე კი არა, იდეას ემხრობა. ამაში მათ სჭირდებათ ჩემი დახმარება, მათ დაინახეს რასაც მივაღწიეთ 9 წელიწადში და სურთ ამის გაგრძელება.
ხალხი დღეს არის ერთმნიშვნელოვნად უარესად, რადგან არაფერი შქმნილა. ის 8 წელი იყო განვითარების, წინსვლის და ეს ხალხს ახსოვს და ეს თავისთავად იყო ასოცირებული ჩემთან და ამაში გასაკვირი არაფერია.
გამომხატველი ბევრია, მაგრამ ვინც გავიდნენ მათი პრობლემა იყო ის, რომ ისინი აღარ იყვენენ ამის გამომხატველი, ეს იყო ბიუროკრატიის ნაწილი.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






