საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ამჟამად უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს „არჩევანის“ სპეციალურ გამოშვებაში გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით პარტია დატოვა იმ ხალხმა , ვინც განახლება და ხალხოსან პოლიტიკოსად ქცევა ვერ მოახერხა:
„მსგავსი რამე ნაციონალურ მოძრაობაში პირველად არ მომხდარა, ნაციონალური მოძრაობიდან ვიღაც ადამიანები ყოველთვის მიდიოდნენ, პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი . პარტიის ზედა ფენაში იყო ბიუროკრატიის და დაჭაობების ნიშნები , ზედა ფენა არასწორია, უფროსწორად ამ მართულ-მმართველ ჯგუფში. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან და იმასთან რომ ეს ყოფილი ხელისუფლების პარტიაა და მისი წევრები ჩვეულებრივ მდგომარეობაში ძნელად გადადიან. წასულების უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერასოდეს მოერგნენ ოპოზიციურ და ხალხოსნურ მოღვაწეობას, ბიუროკრატიის ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა ჩამოშორდა პარტიას და ეს არის ძალიან დადებითი პროცესი“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






