ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე პირველი შეხვედრა თბილისში ჩატარდა
პოლიტიკა - 21:18, 16 Jan, 2017     1553
ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის, დონორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საჯარო შეხვედრებს მართავს.

16 იანვარს გამართულ შეხვედრას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა, თბილისის მერიის, საკრებულოს და გამგეობების წარმომადგენლები, ქალაქ მცხეთის, აგრეთვე მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ქალაქ გორის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე დონორი ორგანიზაციები და დაინტერესებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობაზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის წარმართვის პროცესში, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ბიუჯეტის გამჭვირვალობა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია ფისკალურ პოლიტიკასა და მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან.

„ფისკალური პოლიტიკისა და მართვის საკითხებზე დღემდე მსგავსი ტიპის შეხვედრა არ ჩატარებულა, ეს პირველი საჯარო შეხვედრაა მუნიციპალიტეტებისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის თემებზე ცნობიერების ამაღლება და ფისკალური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გათვალისწინება, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება და თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე გუნცაძემ ევროკავშირის ქვეყნების ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებზე, აგრეთვე საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ძირითადი ფისკალური წესები, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტები, საშუალოვადიანი დაგეგმვა და სხვ. მან ასევე განიხილა 2017 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით ამოქმედებული რეგულაციები და მისი მნიშვნელობა.

ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად შემდგომი შეხვედრები დაგეგმილია 17 იანვარს, ქ. ბათუმში 14:00 საათზე (სასტუმრო რედისონი), 18 იანვარს, ქ. ქუთაისში - 13:00 საათზე (საკრებულოს დარბაზი), 21 იანვარს ბორჯომში - 13:00 საათზე (სასტუმრო „Crown Plaza“) და 24 იანვარს რუსთავში (მერიის დარბაზი). ყველა შეხვედრა მუნიციპალიტეტების და ამ სფეროთი დაინტერესებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42