გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად, დღეს კასპის რაიონს ესტუმრა, სადაც კომპანია „ჰაიდელბეგცემენტჯორჯიას“ კასპის ცემენტის ქარხნის მუშაობას, მოსახლეობის პრობლემებსა და ცემენტის უსაფრთხო წარმოების გეგმებს ადგილზე გაეცნო.
კასპის რაიონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა არასამთავრობოორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ქარხანაში დღეს არსებულ ვითარებაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე ცემენტის წარმოების ახლებური მეთოდის პრეზენტაცია კომპანია „ჰაიდელბეგცემენტჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა ზაზა ჯიჯეიშვილმა გამართა. მისი განცხადებით, საკითხიეხება ცემენტის წარმოებაში ე.წ. ახლებური - მშრალი მეთოდის გამოყენებას, რომელიც გარემოს შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს და, ამგვარად, ამ მეთოდის დანერგვა ფრიად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხით.
შესაბამისად, იგეგმება ცემენტის ძველი ქარხნის განახლება და ამ მიზნით განხორციელებული ინვესტიცია 100 მილიონი აშშ დოლარი იქნება. სამომავლოდ, ასევე იგეგმება ამ ქარხანაშიალტერნატიული საწვავის გამოყენებაც, რომელიც ნარჩენების გადამუშავების შედეგად იქნება მიღებული, რაც თავის მხრივ რაიონში ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების მოაგვარებასაც შეუწყობს ხელს.
კომპანია რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს. მათ შორისაა საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც უკვე წელს დაიწყება. ეს პროექტი ერთი მხრივ უზრუნველყოფს ქარხნის ნედლეულით მომარაგებას საავტომობილო გზის მეშვეობით, მეორე მხრივ ამ გზით მოსახლეობაც ისარგებლებს. პროექტის განხორციელებისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები






