სასტუმრო ,,ბილტმორში“, დღეს პლატფორმა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გაიმართება
პოლიტიკა - 09:47, 17 Jan, 2017     6553
„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ - ასე ერქმევა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომლის პრეზენტაცია დღეს, 17 იანვარს, 12 საათზე, სასტუმრო ბილტმორში გამართულ კონფერენციაზე მოხდება.

ნიუპოსტის ინფორმაციით, ახალ მოძრაობაში შედიან ყოფილი დიპლომატები, მათ შორის მამუკა ჟღენტი, ნიკა ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, ეკონომისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრები „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობენ, რომ პლატფორმა ყველას სთავაზობს საშუალებას, ინოვაციური იდეები, წინადადებები, კონკრეტული პროექტები ასახოს ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის ფინანსურადაც.

მოძრაობა ,,ახალი ერთობის“ პროფესიონალებისგან შემდგარი ჩრდილოვანი კაბინეტი ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხებზე კონკრეტული წინადადების შემუშავებისა და ლობირების პროცესს.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების თქმით, პოლიტიკა და პოლიტიკოსები უნდა ემსახურებოდნენ ხალხს და არა პირიქით. პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა ანაგონიზმს და ზიზღის გაღვივებას, არამედ წინსვლას და განვითარებას. პლატფორმის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენ გონებრივი თუ ფიზიკური რესურსების გაერთიანება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არა ერთმანეთის გასანადგურებლად.

საზოგადოებრივ მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ ირგვლივ,"ნიუპოსტი"ევროსაბჭში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა ჟღენტს ესაუბრა. დიპლომატმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, პლატფორმის დაფუძნების შესახებ და იქვე განმარტა, რომ ამ ეტაპზე მორიგი პოლიტიკური პარტიის გაკეთებაზე საუბარი არ არის.

,,რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას , ეს არის ახალი პლატფორმა, სადაც გაწევრიანების საშუალება ეძლევათ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მოქალაქეებს. საზოგადოებრივი მოძრაობის სხვა მოქმედებებზე წინასწარ არ გავაკეთებ განმარტებებს, თუმცა გეტყვით რომ მოძრაობაში უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ სხვადასხვა მიმართულებით, რომ საბოლოოდ მოხდეს პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება და არა ისე, როგორც ქვეყანა დღემდე მოვიდა. პრობლემებია თითქმის ყველა სფეროში, ვხედავთ, რომ ქვეყანაში არაფერი არ ვითარდება. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტებმა, დამოუკიდებლობის პერიოდში ისეთი რაღაცეები გააკეთეს, რომ მოსახლეობას მომავლის უკვე აღარ ჯერა. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, პლატფორმა კი მისცემს მათ საშუალებას მათი იდეები, პოზიციები , ინოვაციური წინადადებები შემოიტანოს მოძრაობაში, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ეს საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში შევიდეს. ამას მოვახერხებთ ქვეყნის შიგნით გარკვეული ლობირებით, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით და ჩართულობით. ჩვენი ამოცანაა, რომ ვიფიქროთ მომავალზე"- განაცხადა ჟღენტმა.

„ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრია დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც "ნიუპოსტთან" აცხადებს. რომ საზოგადოებრივ მოძრაობა არც პოლიტიკური პარტიის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის სტილის არ იქნება.

"საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ასევე ორგანიზაციებისთვის, როგორც არაპოლიტიკური და პოლიტიკური ღიაა, იმისთვის, რომ საუკეთესო ინტელექტუალური ძალების კონსოლიდაცია მოხდეს იმისთვის, რომ დაისახოს ქვეყნის სწორი განვითარების გზები და ამ თვალსაზრისით გაიშალოს კვალიფიციური მუშაობა"- განუცხადა "ნიუპოსტს" ვაშაკიძემ.

მისი თქმით, ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გზებს და წინადადებებს შეიმუშავებს.

"თუ ხელისუფლებამ აქიდან რაიმე სასარგებლო აიღო და გაატარა ცხოვრებაში ამას მხოლოდ მივესალმებით"- განმარტა ვაშაკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42