ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო
პოლიტიკა - 18:41, 16 Jan, 2017     1512
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. დეპუტატებმა სამი საერთაშორისო ხელშეკრულების: „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“; „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“, რატიფიცირების საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა „სახელმწიფო შესყიდვების კანონში“ შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. ცვლილება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებთანაა დაკავშირებული და იმ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივებზე ბიურომ წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვის ვადები განსაზღვრეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნენ. რეგლამენტის თანახმად, ბიურომ მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან ფრაქციებში „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისათვის“ გაწევრიანებული დეპუტატები. უმცირესობას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს ინფორმაცია მიაწოდა, რომ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ორ ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელი გადაერქვა და ეწოდა „ევროპული საქართველო“, ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს. ხოლო ფრაქციას, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“, „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ დაერქვა და მას ორი წევრი დაემატა. ბიურომ ასევე ცნობად მიიღო დეპუტატის, რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართვა, რომლის თანახმადაც, რამაზ ნიკოლაიშვილი ფრაქცია „ევროპული საქართველოდან“ გავიდა. ის უმცირესობაში ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ ბიუროს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციები, გაზპრომთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად და ინფორმაციის მისაღებად ფრაქციის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის დასწრებას ითხოვენ. სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ ამის თაობაზე ენერგეტიკის მინისტრს წერილობით უკვე მიმართეს. დღის წესრიგით განხილული საკითხების შესახებ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42