დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მისი ციხიდან გამოშვების საკითხზე „TV პირველის“ ეთერში საუბრობს, გიგი უგულავას განცხადებით, იგი ივანიშვილმა დაიჭირა და მანვე გაათავისუფლა.
გიგი უგულავამ მისი და მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციის შესახებაც ისაუბრა:
„სააკაშვილმა მესიჯზე მიპასუხა, რომ ამ მოვლენებში ის შუაში არ იყო, რაზეც ვუპასუხე, რომ სადაც შუაშია იქაც თავშია. ვუთხარი, თუ არის შანსი მოვაწესრიგოთ ეს-მეთქი, ამის შემდეგ ხალხს კითხა და თუ ტელევიზორში საუბრით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, ესეიგი ყველაფერი დამთავრებულია. ეს პროცესი უნდა დასრულებულიყო, მესიჯებით დავასრულეთ ურთიერთობა. აბსოლუტურად მცირე კომუნიკაცია გვქონდა, ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო შანსი, მას გამოვიყენებდი, ერთადერთი რისთვისაც მინდოდა მიმეღწია და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, იყო ის, რომ ეს ყველაფერი ცივილიზებულად მომხდარიყო“, - აცხადებს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






