დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა მისი ციხიდან გამოშვების საკითხზე „TV პირველის“ ეთერში საუბრობს, გიგი უგულავას განცხადებით, იგი ივანიშვილმა დაიჭირა და მანვე გაათავისუფლა.
უგულავა საუბრობს იმ სამ ძირითად საკითხზე,რ აც ხელისუფლებას საზოგადოებამ არცევნების შემდეგ დაუსვა. რუსთავი 2, ახალი პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. უგულავა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი ბოლო ორ საკითხს „კოჭს გაუგორებს“, პირველს შესაძლოა დაარტყას:
„ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მათ შორის იყო, არჩევნების შემდეგ მთავრობას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენეს, პირველი მოთხოვნა არის, დაანებე რუსთავი 2-ს თავი და ეს არის ყველაზე მთავარი მოთხოვნა, მეორე მოთხოვნა, ახალი პოლიტიკური რეპრესიები აღარ უნდა იყოს ქვეყანაში და მესამე, ძველი პოლიტპატიმრების ეტაპობრივი გამოშვება. ეს მეორე მოთხოვნა არის ჰაერის მიყიდვა, ამ წუთას ახალი პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილს არაფერში არ სჭირდება, მას ისე არ უჭირს. მესამე მოთხოვნიდან, მოულოდნელი არ იყო, რომ პირველი ჩემი საკითხი დაიძვრებოდა, იმიტომ რომ პირველი ორი საკითხი ივანიშვილისთვის უფრო მძიმეა, აქედან გამომდინარე, ჩმეთვის ყველაზე სახიფათო არის ერთი რამ, ივანიშვილი როგორც ბიზნესმენი და არა როგორც პოლიტიკოსი, სამი საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას, მე ყველაზე ცუდი მოლოდინი მაქვს რუსთავი 2-თან დაკავშირებით“, - აცხადებს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






