ხელისუფლების სისუსტით გაძლიერებული რუსული პროპაგანდა და NATO-ევროკავშირის შემცირებული მხარდამჭერები
პოლიტიკა - 17:24, 16 Jan, 2017     2658
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე NATO - ს მხარდამჭერთა შესუსტების ტენდენციას მთავრობის არასწორ პოლიტიკასთან ერთად, პრორუსული და ანტიეროვნული ძალების გააქტიურებას უკავშირებს.

"ხელისუფლებამ ვერ განახორციელა შესაბამისი საინფორმაციო კამპანია, იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობისთვის აეხსნა, რატომ არის საქართველოსთვის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის NATO სამხედრო ბლოკთან ასოცირდება და რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული ისინი თვლიან, რომ თუ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება, ამით მათი შემოსავალი არ მოიმატებს. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ NATO-ში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტია, რაც თავის მხრივ საფუძველია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ექსპერტმა.

ჩიტაძის განცხადებით, ამის პარალელურად NATO-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიას რუსეთი აქტიურად ატარებს.

"რუსული ძალები საუბრობენ იმაზე, რომ რადგან საქართველო ამდენი ხანია ვერ გახდა NATO-ს წევრი, აქედან გამომდინარე ნატოს საქართველო არ სჭირდება. იგივე ხდება ევროკავშირთან მიმართებით. არა და NATO და ევროკავშირი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას სწორად უნდა მიეწოდოს. რუსეთის პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობს "ბრექსითის" შედეგებიც. ისინი გამუდმებით აპელირებენ, რომ ევროკავშირი იშლება. ეს ინფორმაციაც ტყუილია, რადგან ერთი ქვეყნის გამოყოფა, არ ნიშნავს დაშლას, თავის დროზე 6 ქვეყნისგან შედგებოდა ევროკავშირი. დღეს, ბრიტანეთის ჩათვლით 28 ქვეყანაა გაწევრიანებული. ბრიტანეთი თუ გადის, სხვა ქვეყანა ჩაანაცვლებს მას. მოკლედ NDI-ის შედეგები გამოწვეულია არასწორი საინფორმაციო პოლიტიკით. აუცილებელია, ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში აქტიური პროპაგანდის ჩატარება"- დასძინა ჩიტაძემ.

NDI კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები გაასაჯაროვა.

კვლევამ აჩვენა, რომ შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი.

NDI-ის ცნობით, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ მათთვის მისაღებია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო 25%-სთვის მიუღებელი. ამასთან, ქართული ოცნების შეხედულებებთან ახლოს მყოფთა 60%-ია NATO-ში გაწევრიანების მსურველი, ხოლო ენმ-ის შეხედულებებთან ახლოს მყოფთა - 79%.
ცნობისთვის, 2016 წლის ივლისში 64%-სთვის იყო მისაღები NATO-ს წევრობა, 2016 წლის მარტში კი, 68%-სთვის.

ამასთან გამოკითხული მოსახლეობის 72%-სთვის მისაღებია „მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“. დანარჩენი 18 პროცენტისთვის კი - მიუღებელი. ცნობისთვის, 2016 წლის მაისის გამოკითხვის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირებულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42