"სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა. მისი ფიქრით, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან კავაშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა. მისი მხრიდან ეს იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლემიკის დაწყებაც უინტერესო გახდა. ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო -"ნაციონალური მოძრაობის" დანგრევასა და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ "!დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო. " განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა და იმ დროისთვის დაპირისპირება ლამის ჩხუბამდე მივიდა. თბილისის მერის განცხადებით მიხეილ სააკაშვილს დროსთან ადეკვატური მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო.
გიგი უგულავას განცხადებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ვინაობას ყრილობა გადაწყვეტს, თავად ის კი ამ პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.
მომზადებულია გაზეთ „კვირის პალიტრის“ მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






