“...მადლობა იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი“ - ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას
სოც.მედია - 14:32, 16 Jan, 2017     5349
25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ქმრისადმი მადლიერებას სოციალურ ქსელში ამაღელვებელი პოსტით გამოხატავს.

ნათია ფანჯიკიძე: „მარტოობისთვის მოვლენილნი, მარტოობისთვის მოვლენილთაგან, ვისაც არ უნდა ჩამოვეკიდოთ ჩვენი სულის სიმძიმის მსუბუქად და სიხარულით საზიდად და ვინც არ უნდა შეებას ჩვენი ლოდივით მძიმე სულის სათრევ უღელს, ეს მისი მხრიდან მხოლოდ ქველმოქმედებაა, რადგან ამქვეყნად არავინ არავის საკუთრება არაა და არავინ არავის საკუთრება არ შეიძლება იყოს. ("ადამიანი მარტო ჩნდება და მარტო კვდება" ეკლესიასტე) მეცნიერებს რომ ორგანიზმის შემადგენლობის 70-90% წყალი ჰგონიათ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს სინამდვილეში ცრემლია, კონდინციონერისგან გამოყოფილი წყალივით სულიდან ჩამოღვრილი, მატერიალიზებული სული. ხოდა, ქალებო, კაცებო, შეყვარებულებო, ვისაც ერთი დღეც კი უჩუქნია თქვენთვის, ერთი ღიმილი, ერთი კოცნა, ერთი აღტაცებული მზერა, მხოლოდ მადლიერების გრძნობა გქონდეთ მის მიმართ რაიმე სულელური საყვედურის ნაცვლად.მადლიერება ყოველი წუთის და მითუმეტეს წლის მიმართ. მადლიერება იმისთვის, რაც თქვენ გაჩუქეს და არავითარი საყვედური იმისთვის, რაც თავისთვის დაიტოვეს. მეოთხედი საუკუნის შემდეგ მადლობას ვუხდი ამ კაცს ყველა კოცნისთვის, სიყვარულისთვის, ყველა სიხარულისთვის და ტკივილისთვის, ორი საოცარი შვილისთვის, მისი საუკეთესო წლების ჩემთვის ჩუქებისთვის, სილამაზისთვის, თავგადასავლებისთვის, საინტერესო დღეებისთვის, და რაც მთავარია, იმისთვის, რომ მე მე ვარ და არა რაღაც უფორმო, მკრთალი სულიერი კონტურების მქონე ნახევარფაბრიკატი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42