ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მოსახლეობას გალარების პროგრამაში ჩართვას მოუწოდებს
პოლიტიკა - 11:26, 16 Jan, 2017     1642

2017 წლის 17 იანვრიდან გალარების ერთჯერადი პროგრამა დაიწყება. ფიზიკური პირები, ვისაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული, მათ კონვერტაციას ეროვნული ვალუტის სესხებად შეძლებენ. ამასთან, აღნიშნულ სესხებზე წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმდება. გალარების აქციას ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, რომელიც საუბრობს ამ პროგრამაში გათვალისწინებულ დეტალებზე და იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც გალარების პროცესი შეეხებათ:

„პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ იმ პიროვნებებს, ვისაც 2015 წელს მთლიანი შემოსავალი ჰქონდათ 100 ათას ლარზე ნაკლები, ანუ მაღალშემოსავლიანი ფენებისთვის ეს პროგრამა არ გავრცელდება და ასევე არ გავრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, ვისი სესხიც დღეისათვის არის 100 ათას აშშ დოლარზე ან მის ექვივალენტზე მეტი.

აღნიშნული სესხები მოსახლეობამ აიღო ბინის შესაძენად, ანუ იმიტომ, რომ მნიშნელოვანი ცხოვრებისეული ინვესტიცია გაეკეთებინათ. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი. ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი, სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. ამდენად, თუკი ბანკმა განსაზღვრულ 5-დღიან ვადაში არ დაგირეკათ ან SMS არ გამოგიგზავნათ, აუცილებლად თავად მიდით ბანკში, თუკი მიიჩნევთ, რომ პროგრამის პოტენციური მონაწილე ხართ. მეორეც, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, გაქვთ შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ. საქართველოს საბანკო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ვთვლით ბანკები მსესხებლებს კარგ პირობებს შესთავაზებენ”, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42