ეკონომიკა კვლავ მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა კი სტაბილური - NDI-ის კვლევა
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად კვლავაც ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ.
მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშნელოვან საკითხებს შორისაა დასაქმება (58 პროცენტი), მზარდი ფასები, ინფლაცია (38 პროცენტი) და სიღარიბე (30 პროცენტი).
წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობის უმრავლესობა (66 პროცენტი) თავს კვლავაც უმუშევრად მიიჩნევს, მაშინ როცა მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ უახლოეს 12 თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ცოტა თუ ფიქრობს (17 პროცენტი), რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის 82 პროცენტი ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, 2012-ის შემდეგ მათი და მათი ოჯახების მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა. მოქალაქეების 32 პროცენტმა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც გასული წლის მარტის შემდეგ 12 პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს, თუმცა უმრავლესობა (63 პროცენტი) ფიქრობს, რომ საქართველო არ იცვლება ან არასწორი მიმართულებით ვითარდება.
“ბოლო წლებში, უკვე მერამდენედ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკა მათთვის და ქვეყნისთვის მთავარ პრობლემად რჩება და ამ მიმართულებით შვებას ვერ გრძნობენ. ახლა როდესაც არჩევნები უკან მოვიტოვეთ, ახალ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ენიჭება რეაგირება მოახდინოს მოსახლეობის ამ წუხილზე და საკუთარი ყურადღება და რესურსები უმუშევრობის შემცირებასა და ქვეყნის სუსტი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებაზე გადაიტანოს,” - განაცხადა NDI-ის დირექტორმა საქართველოშილორა თორნტონმა.
გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია კვლავაც მინიმალურია: ბოლო ერთი წლის მანძილზე მხოლოდ 14 პროცენტს ჰქონია შეხება საკრებულოსთან, 12 პროცენტს კი - მერის ოფისთან. კომუნიკაციის სიმცირის მიუხედავად, ის რესპონდენტები, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ამბობენ, რომ გაწეული მომსახურება კომპეტენტური და თავაზიანი იყო და უმეტეს შემთხვევაში მიიღეს საჭირო დახმარება. საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევრო- ატლანტიკურ ინტეგრაციას. მოსახლეობის 72 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების მიზანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 61 პროცენტი კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა.
გამონაკლისია ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებები, სადაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს. აღსანიშნავია ასაკის გავლენაც, რადგან ახალგაზრდებში ამ ორგანიზაციებში წევრობის მხარდაჭერა 15 პროცენტით მეტია ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლევის კიდევ ერთი საგანი იყო. მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება როგორც კაცებს. თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ რესურსებისა და დროის ნაკლებობა, ასევე კულტურული თავისებურებები ხელს უშლის ქალებს, კაცების მსგავსად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში. მოსახლეობის უმეტესობას (74 პროცენტი) სჯერა, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლობა მინიმუმ 30 პროცენტი მაინც უნდა იყოს და ახალ პარლამენტში ქალების რაოდენობას არასაკმარისს უწოდებს. ისინი ასევე მხარს უჭერენ პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებას. მოქალაქეების უმეტესობა (83 პროცენტი) ამბობს, რომ ქალების უფრო მეტი ჩართულობა ქვეყანაზე პოზიტიურ ან ნეიტრალურ გავლენას იქონიებს. მხოლოდ 8 პროცენტმა განაცხადა, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება.
“პოლიტიკური პარტიები უკვე წლებია ფეხს ითრევენ ქალების პოლიტიკური ჩართულობის საკითხზე. გასული არჩევნები და პარტიების კანდიდატთა სიები ამისი კარგი დასტურია. თუმცა ნათელია, რომ მოსახლეობაში ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაზე მოთხოვნა არსებობს და ისინი მხარს უჭერენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას,” - განაცხადა ლორა თორნტონმა.
NDI - მ აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა