„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი და ნომერ პირველი პრიორიტეტი არის განათლების რეფორმა და ამ რეფორმის ფარგლებში, მინდა, დღეს დავაანონსო ერთი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მოგეხსენებათ, ჩვენი ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში და ისინი ნამდვილად გვისწრებენ უფროსებს ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები დღეს არიან აბსოლუტურად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფიზიკური აქტივობა და ფიზიკური ვარჯიში. ამიტომ, ჩვენ გვინდა დღეიდან ყველა სკოლას, ყველა ბავშვს შევთავაზოთ ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობა. ჩვენ, განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან და სპორტულ ფედერაციებთან ერთად, შევიმუშავებთ ყველა სკოლისთვის ფიზიკური აქტივობის პროგრამას, რომ ყველა ბავშვი იყოს ჩართული მასში,” - განაცხადა პრემიერმა.
სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები






