ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს
პოლიტიკა - 14:11, 15 Jan, 2017     9999

ერთიანი ნაციონალური მოძრაბის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებას "ევროპული საქართველოს" პრესსპიკერი საპასუხო განცხადებით პასუხობს:

“ფრაქცია ევროპული საქართველო არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე.

ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის “ყრილობის” ჩატარებას.

კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან ქართული ოცნების ოპონირებაზე და ძალისხმევებს არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად,” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42