დღეს ოზურგეთში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხეების თხრის ინტენსიური სამუშაოები დაიწყო
პოლიტიკა - 13:57, 15 Jan, 2017     10601

დღეს ოზურგეთში ექსპრემიერ, ბიძინა ივანიშვილის ხეების თხრის ინტენსიური სამუშაოები დაიწყო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, დღეს დილიდან, კომპანია "ზიმომ' ხეების თხრის მასიური სამუშაოები დაიწყო.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე, რომელიც ადგილობრივი დეპუტატის, დავით სიხარულიძის განცხადებით, ეკონომნიკური განვითარების სამინისტროს კუთვნილებაა, დილიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, მაღალგამავლიანი თვითმცლელები, ამწე კრანი და 30-მდე მუშა პერსონალი.

არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ადგილიდან ივანიშვილს, შეკვეთილში არსებულ საკუთარ რეზიდენციის ეზოში 10-მდე ძირი ასწლოვანი ხე გადააქვს.

ადგილობრივები მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პროტესტს აზრი არა აქვს რადგან ივანიშვილი ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.

თინა გობრონიძე, ადგილობრივი: "აბა რა გითხრათ, ათეული წლებია მაგ ხეებს ვუვლი, გვკითხა ვინმემ რამე? აინტერესებს ვინმეს ჩვენი აზრი? ძალიანაც მწყინს ეგ ამბავი"

დავით სიხარულიძე, ნატანების მაჟორიტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: "ეს ადგილი იყო გაპარტახებული და რატო უნდა ვიყო წინააღმდეგი? რა, ისევ ნატანებში გადააქვთ და თანაც უკეთეს ადგილას. ეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბაზაზეა და ეტყობა სამინისტრომ აჩუქა"

სამუშაოებთან დაკავშირებით, ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილი მხოლოდ ის ხდება, რომ ასწლოვანი ხეების გადატანა ქვემო ნატანებიდან, სადაც ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაა, შეკვეთილში რამდენიმე დღეში მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42