„ვენა-ბათუმი“ - მაია სასწრაფოშვილის ისტორიული პროექტი
სოც.მედია - 20:26, 14 Jan, 2017     5344

„ეს არის პროექტი, რომელიც კულტურისა და ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს ამ ორი ქვეყნის ხალხთა მეგობრობას“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი და მსახიობი მაია სასწრაფოშვილი.

სწორედ მისი ინიციატივით რამოდენიმე დღის წინ საფუძველი ჩაეყარა ორი ქვეყნის, საქართველო-ავსტრიის, კერძოდ კი ქალაქ ვენასა და ბათუმს შორის ურთიერთთანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

მოლაპარაკება ბათუმის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან შედგა და სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური დელეგაცია ბათუმიდან ეწვია ვენას, რის შედეგადაც ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის გრძელვადიან მემორანდუმს.

გიორგი მიქელაძე, ბათუმის მუსიკალური ცენტრის დირექტორი:

- ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანი და აზრი მემორანდუმი გახლდათ. ხელშეკრულება იმ ავსტრიულ-ქართულ თეატრთან გაფორმდა, რომლის პრეზიდენტიც ქალბატონი მაიაა. ის არის ხელოვანი, რომელსაც არანორმალურად უყვარს თავისი სამშობლო -საქართველო! გახლავთ თავიდან ბოლომდე ქართველი, რომელიც ვენაში ჩასულსაც კი თავს საქართველოში გაგრძნობინებს. საოცარი იყო ასევე ავსტრიაში, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი კოტე ზალდასტანაშვილის მიღება .

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრიდან გამომდინარე, ჩვენი ფორმატი კლასიკურ მუსიკას ითვალისწინებს,

მუსიკალური ცენტრი ეს არის საკმაოდ სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით 360 თანამშრომელით არის დაკომპლექტებული. მუსიკალურმა ცენტრმა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ფლაგმანობა იტვირთა კულტურისა და ხელოვნების დარგში.მაგრამ ამჯერად გავცდით ფორმატს და ამ პროექტის ფარგლებში კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში უამრავი ღონისძიება ჩატარდება. ვენა არის ევროპის ცენტრი და ჩვენ გვსურს მაქსიმალურად ვაჩვენოთ ავსტრიელებს ის პოტენციალი რაც ბათუმს აქვს - საოპერო ხელოვნება იქნება ეს, ფოლკლორი თუ სხვა კიდევ მრავალი.... საუბარია მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და გაცვლით პროექტებზე , აგრეთვე აქცენტი არის ტურიზმზე და უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე კულტურის სფეროს მეშვეობით.

პირველი პროექტი ვენასა და ბათუმს შორის ჩვენი ინიციატივით უკვე მარტის თვეში. ეს იქნება ქალბატონი მაიას , როგორც მსახიობისა და ხელოვანის შემოქმედებითი საღამო ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. მასთან ერთად აგრეთვე ბათუმს ვენიდან სტუმრად ეწვევა მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი ჰაიდულფ გერნგროსი, რომლის გამოფენაც ბათუმში აგვისტოში იგეგმება.

მაია სასწრაფოშვილი: „პროექტი ბათუმი-ვენა მიზნად ისახავს ორი კულტურისა და ამ ორი ქვეყნის ხალხთა მეგობრობას. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება. მათ შორის გაცვლითი პროგრამები, როგორც საოპერო ასევე თეატრალურ ხელოვნებაში, ფოლკლორული და კლასიკური მუსიკის საღამოები, ფესტივალები, მასტერკლასები ხელოვნების სხვადასხვა დარგში და რა თქმა უნდა გასსტროლები.

ბედნიერი ვარ, რომ ეს პროექტი შედგა და ამ ისტორიულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი.

რომ არა ასე ევროპულად მოაზროვნე და საქმეში მაღალ დონეზე კვალიფიცირებული წარმომადგენლები, როგორიც გახლავთ მუსიკალური ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი მიქელაძე და ამავე მუსიკალური ცენტრის არტ გენერალური ადმინისტრატორი ბატონი ჯაბა სალუქვაძე ეს პროექტი ასე მალე არ შედგებოდა. ამდენად მინდა აღვნიშნო რომ ნამდვილად დიდი ბედნიერებაა საქმეში ასეთი პროფესიონალი პარტნიორების ყოლა.

ამ ისტორიული პროექტის „ბათუმი-ვენა“ ურთიერთანამშრომლობის გრძელვადიან შეთანხმების მემორანდუმს, ხელი მოეწერა ავსტრიის ტერიტორიაზე, კერძოდ, საქართველოს საელჩოში - ვენაში. სადაც იყვნენ მოწვეული კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ავსტრიელი სტუმრები. მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი ჰაიდულფ გერნგროსი, ცნობილი მწერალი და პროფესორი ბენედიქტ ლედებური, არტ კორდინატორი და პროექტების კურატორი მაიკლ ჰალი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, დოქტორი იოზეფ ჰილეკი, ხელოვნებათმცოდნე და მოქანდაკე ელიზაბეტ პინკერი, მოქანდაკე ბარბარა შტურმი და სხვები...

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ავსტრიაში ბატონ კონსტანტინე ზალდასტანიშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. საქართველოს კონსულს ვენაში ბატონ ლაშა გიგიშვილს და აგრეთვე საელჩოს ყველა თანამშრომელს თანადგომისათვის.

და ბოლოს მინდა გითხრათ , რომ არც თუ ისე ადვილი იყო ასეთი ისტორიული პროექტის განხორციელება, მაგრამ როდესაც შედეგი საუკეთესოა და ასე ლამაზად გვირგვინდება დიდი საქმის საწყისი. ხვდები რომ საკუთარი თავის მადლიერი ხარ და უკვე მომავლის ნაბიჯებს უფრო გაბედულად გეგმავ.


ავტორი - დეა თავბერიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42