„17 წელი აღარაფერი ვიცოდით მის შესახებ“ - ერთი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია
„ერთ გვიან საღამოს ,კიდევ ერთხელ ვცადე ჩემი ბიძაშვილის მოძებნა სოციალურ ქსელებში , 17 წელი აღარაფერი ვიცოდით მის შესახებ“ - წერს ნანა გოგოლაური და ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს საინტერესო ისტორიას.
ნანა გოგოლაური: „ჩემს ხსოვნას შემორჩენოდა მისი ცრემლიანი თვალები, რომელთაც გულმოდგინედ ცდილობდა დაემალა, მამის კუბოსთან შორიახლოს მდგარი დედის გამხნევებას ცდილობდა 12 წლის ბიჭუნა , უკრაინიდან ელდისმომგვრელ დეპეშას ჩამოჰყოლოდა, არადა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცილებინა მამა სამშობლოში (,ბიძაჩემი უკრაინაში ცხოვრობდა, იქვე დაქორწინდა და დათოც იქ დაიბადა)
სამშობლოს მიწამ გულში ჩაიხუტა ბიძაჩემი,უკან აღარ გაუშვა ბიჭუნას მამა სამშობლომ უკრაინაში . (მოულოდნელად დაიღუპა საკმაოდ ახალგაზრდა, ვაიმე შვილოვო..... ამ სიტყვებს ამოაყოლა სული )
ბიჭი მამას ემშვიდობებოდა , პატარა ვაჟკაცი ცრემლებს უმალავდა დედას, ეს მისი ბოლო სტუმრობა იყო სამშობლოში. მერე იყო დიდი განშორება , არეული წლები, ბოლოს კვალი წაიშალა ,აღარაფერი ვიცოდით მის შესახებ,ვდარდობდით...
კიდევ ერთხელ ჩავწერე მისი გვარი და სახელი შუაღამისას ფეისბუკში და ......
ვიპოვე ..... 17 წლის შემდეგ..... ვიპოვე ....ჩემი უსაყვარლესი ბიძის ერთადერთი დანატოვარი,
ფესვებს მოწყვეტილი.... დაკარგული..... მონატრებული.... ვიპოვეე.....
მივწერე , მეტირებოდა .... მეცინებოდა... მეყვირებოდა ვიპოოოვეეეე....
ქვეყანა შევყარე .... შინაური და გარეული....... ვიპოვეე.....
მიპასუხა ორი დღის შემდეგ:
--დაიკო მე თქვენ სულ დაგეძებდით .....
აღარ დამეკარგოთ ... მე მამა მენატრება....დამეხმარეთ მისი საფლავი ვნახო.
მე უხმოდ ვტიროდი... უხმოდ ვკიოდი....ჩამოდიიიი ჩამოდი ჩვენო ერთადერთო.... ვწერდი.... ხელები მიკანკალებდა... სიტყვები მერეოდა....
ჩამოვიდა..... დედასთან ერთად ჩამოვიდა .....მამის გარდაცვალების 17 წლის თავზე ჩამოვიდა....მეც საქართველოში დავუხვდი .... სახლში წავედით , ბიძაჩემის მშობლიურ სახლში, ჩემს დედულეთში, დათოს მამა-პაპის სახლში ...
ეზო სავსე იყო ნათესავებითა და მეზობლებით....
მეზობლის ქალები იღიმებოდნენ თვალზე მომდგარი ცრემლით, გულში მიკრავდნენ და სათითაოდ მადლობას მეუბნებოდნენ, ჩვენი ოჯახის სიხარული ძალიან ძალიან ახლობელი იყო მათთვისაც, მადლობას მიხდიდნენ რომ კერას დავუბრუნე მემკვიდრე. დედა, დედაჩემი უკვე მერამდენედ ღმერთს მადლობას სწირავდა , აღელვებული იყო ძალიან...ერთადერთი ძმის შვილი იდგა მის წინ, გაზრდილი და დავაჟკაცებული, ჩუმად დუდუნებდა --შვილი ჩამოგივიდა ძმაო ... ძმისცოლს ეფერებოდა , ძმიშვილს შეჰხაროდა,...ბედნიერი იყო ჩემი დეიდაც რომელიც სულ იმედოვნებდა რომ დათო აუცილებლად აუცილებლად მოძებნიდა მამის საფლავს.
მომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა ,
"ფესვები" გამახსენდა
ყველა ეხვეოდა, ყველა რაღაცას ეუბნებოდა,
დაბნეულსა და ბედნიერ ბიჭს ვეღარ გაეგო რომელი იყო ღვიძლი ნათესავი და რომელი მეზობელი, ყველანი ღვიძლები იყვნენ. ყველა მამამისის უახლოესი ადამიანი იყო ანუ მისთვისაც.
მამის საფლავზე რომ მივედით ,დაიჩოქა ხელებით მიწას შეეხო, მამას შეეხო თითქოს , ახლა უკვე ამხელა ვაჟკაცი 12 წლის პატარა ბიჭივით ტიროდა, თავს აღარ იკავებდა როგორც მაშინ , ბავშვობისას.
ტიროდა და დაბალი ხმით უყვებოდა რაღაცას... დიდხანს, დიდხანს უყვებოდა ....
მერე ჭიქა შეავსო ღვინით და გაიღიმა , პირველად ვსვამ ღვინოს მამის წინაშეო .
მოვიდა.... მომეხვია ....მითხრა...
დაიკო მე ახლა უკვე მთლიანი ვარ .
დედას გაუღიმა--ხედავ დედა?
დედამ თავი დაუქნია და ჩაეხუტა დათოს
ვხედავ შვილო.
ამ მოკლე დიალოგში ბევრი რამ იდო ,ძალიან ბევრი.....
ბედნიერი იყო ჩვენი ბიჭი ,რომ არ დაავიწყდათ, რომ ისევე უყვარდათ როგორც უწინ, რომ მისი სამშობლო ახლა უფრო მეტად მისი იყო, რომ ამის შემდეგ ხშირად ჩამოვიდოდა ,რომ ფესვები იპოვა . დაკარგული და მონატრებული. რომ ქართველები თურმე ყველაზე თბილი ხალხია დედამიწის ზურგზე... რომ მის პატარაობისდროინდელი ფოტოები 17 წელია მამაპაპისეულ სახლში მის ჩამოსვლას ელოდნენ ვიტრინაში... რომ მამამისი ის კაცი იყო რომელის შვილობითაც უნდა იამაყოს.....
მე? მე ემოციებით დატვირთული, გაცინებულ -ატირებული
და ისეთი ბედნიერი როგორც არასოდეს.
ეს ჩემი ნაპოვნი ,ჩემი პატარა ,დავაჟკაცებული ბიძაშვილია.მამამისის ალი და კვალი , ჩემი უსაყვარლესი ბიძის ერთადერთი დანატოვარი...
ჩემი დავითი
და ამ დალოცვილი ფეისის გამომგონებლის უზომოდ მადლიერი ვარ კუბოს კარამდის.“
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა