"ამბროლაურის აეროპორტი რაჭის გაცოცხლებისა და მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“ - გახარია
პოლიტიკა - 19:28, 14 Jan, 2017     2409
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურის აეროპორტის გახსნა შეაფასა.
„მსგავსი, შეიძლება მცირე, მაგრამ ეფექტური პროექტებით ჩვენ ვზრდით რეგიონების მოსახლეობის ჩართულობას, რეგიონულ–გეოგრაფიულ ჭრილში ვაკეთებთ ეკონომიკის განვითარების დივერსიფიცირებას და დარწმუნებულები ვართ, ამას ექნება სერიოზული შედეგები“ – თქვა მინისტრმა.

„ამ აეროპორტში ჩაიდო ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, ტერმინალის მშენებლობა დაიწყო ოქტომბრის ბოლოს და დღეს, 14 იანვარს ტერმინალი გაეშვა. ხვალიდან ამ აეროპორტში დაიწყება ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას. ბილეთის ღირებულება 50 ლარი იქნება“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს პროექტი არის რეგიონის გაცოცხლებისა და უფრო მეტი ენერგიის შეძენისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „ყველას კარგად გვესმის, რომ აქ არის ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი და ასევე ბიზნესპოტენციალიც – დღეს ვიყავით მიკრომეწარმის ოჯახში, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო განთქმული ხვანჭკარის ჩამოსხმა და უკვე ფიქრობენ ექსპორტზე გატანაზეც. რა თქმა უნდა, აეროპორტი და ეს ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის მოქალაქების მობილობას, რომელიც ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი პროექტები გაგრძელდება. ეს ყველაფერი კეთდება ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია დღეს პრემიერ–მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ამბროლაურის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ამბროლაურის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება, ხოლო პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღებისა და ტერმინალის გაფართოების შესაძლებლობაც.. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42